ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2010


გაორება

ამ საღამოსაც შემახსენა
თავი შექსპირმა,
თამბაქოს კვამლში ავამღვრიე
ფიქრი მღელვარი,
ყოფნა არ ყოფნას შეურია
ჭიქაში სპირტმა
და სიბოროტის დავიპყარი
ბოლო მწვერვალი,
აღარ მადარდებს აღარც ჟანრი
და აღარც რიტმა,
ვეღარ გავიგე რას დავეძებ
რის ვარ მკვლევარი,
დღეს ყველაფერი მოასწავებს
თბილ წყალს და ბრიტვას
გადავისერავ ყველა ვენას
კეთილს მდევარი,
ალბათ ხვალიდან დაიწყება
ისევ თავიდან
და აიმღვრევა ჰეროინი
ახლიდან სისხლში,
ტე-ტე გათხრილი ალბათ გავალ
ხვალ მე სახლიდან
და მიყრუებულ შესახვევში
ცხელ ტყვიას ვიხლი,
უკვე რამდენჯერ შეერია
ყოფნა არ ყოფნას,
და საფეთქელსაც მერამდენედ
შეეხო ლულა,
ეჰ მერამდენედ თეთრ ღამეში
ეს გული ოხრავს,
და მერმდენედ მიშო არ ვარ 
ვარ კალიგულა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები