ნაწარმოებები



ავტორი: თაკო-თაკიი
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2010


###

ნისლში გაეხვა
თეთრი აფრები,
ნელა დატოვა
გემმა ნაპირი
და მარტო დავრჩი
სევდასთან ერთად-
ნავსაყუდელს და
ზღვას შენაწირი.
შენ გაგიტაცა
ლურჯმა ტალღებმა,
მე კი დამტოვე
დარდის ამარა,
ნისლში მანამდე
გიცქერდი სანამ
ჰორიზონტმა არ დაგასამარა,
რომ დაბრუნდები
აქვე დაგხვდები,
არსად არ წავალ,
არცერთი წამით
და შენს ტუჩებზე
დავწერ ავტოგრაფს,
ჩემი მხურვალე
და მწველი ბაგით...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები