ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2010


მე და barry

ივნისის სიცხეეს
შეერია ნერვოზი მწვავე,
გადავიჭირე ცხვირსახოცი
მკლავზე ახლიდან,
ისევ ჩვევებმა მომაკითხეს
მე ყველამ მავნემ
და ამღერდება დინამიკში
"barry" თავიდან…
ფოკუს ვასწორებ, დავინახავ
მე უბნებს ვაკის,
მივალ სარკესთან, დავიხურებ
მე თავზე “ნაიკს,”
მე მეტადონის დილიდანვე
მივიღებ ვანებს
და გავიკეთებ გასასვლელთან
ძველ "რეიბანებს...“
მე, თბილისელი ახალგაზრდა,
უბრალო ბიჭი,
სიყვარულისღა ბავშობიდან
შემომრჩა ნიჭი...
მე ამ ცხოვრების ვერ გავკვალე
შავბნელი გზები,
და სიბოროტემ გადამიჭკნო
ლამაზი ფრთები,
მე მომავალში აღარ ვიცი,
სად ვპოვო შვება,
მე ხომ ვეძებე ,
ვერსად ვპოვე პატიოსნება...
გამოვუცხადე მე წლების წინ
ჩემ თავსვე ბრძოლა
და ვეღარც ვხვდები, ვინ მოიგო
ეს დიდი რბოლა...
ივნისის სიცხეს
შეერია ნერვოზი მწვავე
გადავიჭირე ცხვირსახოცი
მკლავზე ახლიდან,
ისევ ჩვევებმა მომაკითხეს
მე ყველამ მავნემ
და ამღერდება დინამიკში
"barry" თავიდან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები