ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2008


შენს ფერმკრთალ პროფილზე

ვარდები ხარობენ ვარდისფრად,
და მე კი,
შენს ფერმკრთალ პროფილზე ვაბოდებ,
რატომღაც.
გავურბი ჩემივე ბილიკებს,
დამეწყრილს,
ვეღარ ვეგუები სიმშვიდის
დამოძღვრას.
აღარ ვეპუები ქარიშხლებს,
გრიგალებს,
გამიძლებს, ალბათ, ეს ნაბიჯიც_
უმიწოდ.
აქ,
სიმარტოვეში,
არ გამოიდარებს,
მეტს ვეღარც სივრცეებს შევამკობ,
უმიზნოს.
გავცდები ნაგუბარ ბგერათა
სისწრაფეს,
ჯანდაბას!
ამ ლექსსაც თაროზე დავტოვებ...
გრძნობების ჩახშობა ვერაფრით
ვისწავლე,
შენს ფერმკრთალ პროფილზე,
რატომღაც,
ვაბოდებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები