ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2010


  ჩამოტვირთვა

აისი მთებში

კავკასიონის რძით გაჟღენთილ
ღრუბლის ფთილებით
ჩამოიშორებს ღამის მაკიაჟს,  -
იუფერულებს ვარსკვლავებით
დაჭორფლილ სახეს.
შაორის ტბაში, ვით სარკეში
(თეთრი მაგია!..) -
ტბა აირეკლავს მის ნატიფ ნაკვთებს,
ცისკრის ვარსკვლავს-ტუჩის კუთხეს შერჩენილს ხალად...
აღიარებს, რომ ყველაზე ლურჯი და  უძირო არის რაჭის ცა...
ის დაიმორცხვებს, იქცევა ქალად
და მზის ამბორიც შეუფაკლავს ალისფრად ღაწვებს...
რა ლამაზია რაჭის მთებში აისი... ზეცა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები