ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2010


ერთით მეტი თუ ერთით ნაკლები...

ყველა
საქციელს ამ ცხოვრებაში,
თავის სახელს
რომ ვეღარ ვარქმევდით,
სწორედ ამიტომ
გვიჭირს ვიპოვოთ
მიზეზი ტანჯვის და თან რამდენის...

უბედობა
რომ მოვა ერთხელაც,
მკაცრი ბუნების
მწარე სათქმელით, 
ტანჯვას ეჩვევი,
სულერთიც კია, 
ერთით მეტი თუ ერთით ნაკლები...

ჯოჯოხეთამდე
მივალთ მარტივად, 
ეკლიანია
გზები ცამდე კი...
რამდენს ვიტანთ და
შედეგად რა გვაქვს?
ბედნიერება? უფრო ნაკლები...

გამარჯვება
რომ გამარჯვებაა,
ისიც გბეზრდება ზოგჯერ ამდენი...
რასაც ეჩვევი,
სულერთი ხდება,
ერთით მეტი თუ ერთით ნაკლები...

ლიკა ოხანაშვილი
30.06.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები