ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: სბდვალი
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2010


მე დავიჩოქებ...


იცვლება ერა და ბედისწერა,
გვეცლება, ცუდათ აღიწერება,
სასოწარკვეთა გულს ეკვეთება,
დრო აღარ ჩქარობს, დრო იწელება...
გეცლება ძალა და უძლურებით,
დაღლილი უფრო დაუძლურდები,
ქედს არ მოვიხრი და არ შევკრთები,
რომ მომიქსიონ თუნდაც აფთრები,
გადავაყოლებ გულს და დავთვრები,
ვისთვის ვიქნები, ვისთვის გავქრები,
არ დავიჩოქებ და არ დავფრთხები,
რაც ვარ, ეს ვარ და ეს დავრჩები...
ვერ დამაჩოქებს სისხლის ღვრა, ომი,
აქ ხომ კატებსაც შეარქვეს ლომი,
აქ სულ სხვა ფასობს, სხვა ერი, ტომი,
რკინა უწოდეს ვინც არის ცომი.
ქედს არ მოვიხრი სისხლიან ველზე,
სიწმინდის მტრედი გაცვალეს გველზე,
არ ჩანს იმდეი აღარც კლდის წვერზე,
რაღა ვთქვა მეტი ამ საწყალ ერზე...
მომწყურდა რაღაც საოცრად ბრძოლა,
მინდა რომ იდგეს თვალი თვალის წინ,
ქედს არ მოვიხრი თუნდ იყოს გლოვა,
მე დავიჩოქებ მხოლოდ ხატის წინ...
მომწყურდა ძლიერ ისევ სიმართლე,
წყვდიადს დაარქვეს ჩვენში სინათლე,
აქ დამნაშავეც კი გაამართლეს,
მართალს კი უთხრეს: “თავი იმართლე”.
ბევრ არაკაცსაც უწოდეს კაცი,
უფრო ბევრ კაცს, კი არაკაცი,
და ამის შემდეგ ხალხს უკვირს მარცხი,
“რატომ აღმოჩნდა იღბალი მკაცრი?”
ვერ დამაჩოქებს უსამართლობა,
აქ ყველას უნდა მხოლოდ გართობა,
მომბეზრდა გესმით? – მეყო დათმობა,
დღეს ჩემი გულიც ბოღმით ათრთოლდა.
ვერ დამამონებთ, მწყურია ომი,
მინდა დავღვარო სისხლი სისხლის წილ,
არც ერთი კატა არა ხართ ლომი,
მე დავიჩოქებ მხოლოდ ღმერთის წინ.

საბა დვალი 09.07.2009 00:45

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები