ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
9 აგვისტო, 2010


კაზინო

მე ასე მგონია,
რომ ჩემი ცხოვრება
დიდი კაზინოა,
მწვანე მაგიდაზე
ხელებდაყრდნობილი
კარეს ველოდები.
მე ისევ მთვრალი ვარ,
დღესაც კონიაკით
ალბათ, საჭიროა,
ალბათ, შენც (მაკო) დგახარ
ახლა რულეტკასთან
შავ რვიანს ელოდები.
კარტი დაარიგა
ისევ ჩემმა ბედმა,
ის ხომ დილერია,
მოვიდა კარე ბოლოს,
როგორც იქნა,
დიდხანს მალოდინა,
ბედმა გაიცინა
რაღაც ზიზღნარევად.
ვხედავ როიალი,
აწყვია ყვავების, მაგიდაზე,
ისევ წამოვწითლდი.
ახლა რულეტკასთან
ვდაგავრ გასუსული,
რიცხვებს თავში ვითვლი,
ვითომ "ტიერია" ?
ალბათ, "ორფენსია",
ამდროს "ვაზანია".
ვითომ შავია?
ან ეგებ წითელია...
და ამ დროს "ზეროა".
დიდი სიგიჟეა,
უკვე რვა წელია
გრძელი "პალასაა",
მე ასე მგონია,
რომ ჩემი ცხოვრება
დიდი კაზინოა,
მწვანე მაგიდაზე
ხელებდაყრდნობილი
კარეს ველოდები,
მე ისევ მთვრალი ვარ
დღესაც კონიაკით,
ალბათ,საჭიროა,
ალბათ, შენც (მაკო),
დგახარ ახლა რულეტკასთან,
შავ რვიანს ელოდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები