ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
28 ივლისი, 2010


კვლავ

კვლავ სიყვარული ჩემი მამულის

და სიყვარული ხუთ ჯვრით ალამის

მე კვლავაც ვეტრფი ამ სადღეგრძელოს

და კვლავაც მიყვარს ბოლი წალამის

ჩემო მიწავ და ჩემო წყალო

მუხლმოდრეკილი კვლავაც სალამი

გული კვლავ ვერ ტევს ამდენ სიყვარულს

და კვლავ ავიღე ხელში კალამი

კვლავ ვეტრფი შენ ცას და ვეტრფი შენს მზეს

კვლავ ღამით მოდის ფიქრები შენზე

კვლავ ვეფერები ხეებს და კლდეებს

ბედნიერ გნახო კვლავ მე ვთვლი დღეებს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები