ნაწარმოებები



ავტორი: თაკო-თაკიი
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2010


###

ფიქრი და გული
რომ მეთბილება,
მადლობას ვწირავ
გამჩენს ამისთვის,
ალერსი მინდა
და მოფრთხილება,
არ მემეტება
დრო სხვა წამისთვის,
მე არ დავეძებ
რითმიან სტროფებს,
ჩემი ტკივილი
არ იმღერება,
მაინც მჭირდება
მეტი სიმაგრე,
სიტყვა, ნუგეში და მოფერება...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები