ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: გუკა
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2010


  ჩამოტვირთვა

ზღვაზე დაწერილი ლექსი (უსამოსო ქალებს)

კაცი ვარ და ნურვინ შემეურჩება,
როცა თვალი ქალებისკენ გამირბის,
მათ სხეულებს ტალღა როცა ეხლება,
ნეტარია მაშინ თვალის შევლება.

როცა თვალი ქალებისკენ გამირბის,
მამოძრავებს მხოლოდ ერთი ოცნება,
ვიყო წვეთი მე ტალღების ნაგლეჯის,
ქალის გულ-მკერდს როცა მოედინება.

კაცი ვარ და ნურვინ შემეურჩება,
ვხედავ როცა უსამოსო ქალებს,
დავაკერებ ორივე თვალს გულ-მკერდზე,
მერე ფიქრში გავათენებ ღამეს.

გვიხარია ზღვის სეზონი კაცებს,
ვგრილდებით და წყალსაც ვასმევთ თვალებს,
ნუ გვიწოდებთ "უნამუსოს", ქალებო,
როცა გხედავთ უსამოსო ქალებს.

კაცი ვარ და ნურვინ შემეურჩება,
თუ ქალისკენ გამექცევა თვალი,
დავაკერებ ორივე თვალს გულ-მკერდზე,
და ფიქრებში... ვაი, ჩემი ბრალი!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები