ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
17 აგვისტო, 2010


მადლობელი ვარ

მადლობელი ვარ

მადლობელი ვარ ,ჩემო ღმერთო,
რომ ჩვენი ცაა ისევ ცისფერი.
მადლობელი ვარ. ჩემო ღმერთო.
ულამაზესი რომ გვაქვს იერი.
საქართველოსი რომ მე შვილი ვარ,
თუნდაც ამით ვარ ბედნიერი,
რაც მთავარია შენი რწმენა გვდევს,
მხოლოდ ამით ვართ დღემდე ძლიერნი.

მადლობელი ვარ, ჩემო ღმერთო.
ჩვენში სისხლი ჩქებს კვლავაც წითელი,
მადლობელი ვარ, ჩემო ღმერთო,
ისევ შემოგვრჩა მთები და ველნი,
საქართველოში რომ ისევ არის,
რომ ისევ არის ვაზი და რთველი,
რომ ისევ ცხოვრობს ჩვენს უღრან ტყეში,
ულამაზესი ირემი-შველი.
მადლო9ბელი ვარ ჩემო ღმერთო
რომ არ დავკარგეთ ჩვენ ჩვენი ენა
მადლობელი ვარ ჩემო ღმეთო
რომ გადავლახეთ ამდენი დევნა
საქართველოში რომ ისევ არის
შენი მორჩილი ბერების სმენა
რომ ისევ ისმის ჩვენს სამშობლოში
ეკლესიების ზარების ცემა

მადლობელი ვარ, ჩემო ღმერთო,
რომ ჩვენი ცაა ისევ ცისფერი,
მადლობელი ვარ, ჩემო ღნერთო,
ულამაზესი რომ გვაქვს იერი,
რაც მთავარია, შენი რქმენა გვდევს,
პირველ ამით ვართ დღემდე ძლიერნი,
საქართველოში რომ დავიბადე,
თუნდაც მაგით ვარ მე ბედნიერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები