ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2010


სული ქართული

ქართლის ცაზეა გადაკრული შავი ღრუბლები,
ქართველები ვართ ამ ბოლო დროს, ვით ბედკრულები.
თანდათან ტყდება დიდი ერის დიდი გულები
და ივსებიან ჩვენს თვალებსწინ ცოდვის გუბენი…

ჩვენ გვინახია ბევრი ტანჯვა, ბევრი წუხილი,
გვქონია ცაზე საშინელი ჭექაქუხლი,
გვქონია ჟამი მუხანათი, ბევრი ტყუილით,
ყოფილა ჟამი ცრემლებითაც, გლოვით, დუმილით…

ჩვენს განვლილ დღეებს ამჩნევია ეკალ-ხლართული,
გვყოლია მტერი უმეტესი, მტერი ფარული,
ჩვენ გვიბრძოლია ბევრი ომი, თვით ხელჩართულიც
დაღვრილა სისხლი, სამწუხაროდ, სისხლი ქართული.

მაგრამ გასტანა ჩვენმა მოდგმამ, სულმა ქართულმა
გასტანა რწმენამ, ჩვენმა ენამ ,ენამ კაზმულმა,
ჩვენი ვალია, გმირობა ვქმნათ ჯერ არნახული
და ვადღეგრძელოთ ჩვენი სული, სული ქართული!

ჩვენ ძარღვებში ჩქეფს, ქართველებო სისხლი ქართული,
ჩვენ გავაღვივით სიყვარული ჩვენი მამულის,
მუდამ გვახსოვდეს დიდი დრონი, უკვე გასულნი
და აღარ დავთმოთ ჩვენ ჩვენი მზე თუნდაც ჩასული!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები