ნაწარმოებები



ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პროზა
5 ივლისი, 2010


როცა გვირილას ცრემლი ეცემა

ამბობენ ამ ადგილზე მზე სხვანაირად ანათებსო,
მხოლოდ ათბობსო და აქ ვინც გვირილას ცრემლს დააწვეთებს ოცნება აუსრულდებაო.
გაზაფხულის ბოლო დღე უნდა იყოს, მზე უნდა ამოდიოდეს და ამ დროს გვირილას ცრემლი თუ დაეცა შენი ოცნება ახდება.
ამ ადგილის საპოვნელად ძალიან ბევრი ვიარე, მაგრამ აქ ვიპოვე,
სულის და გულის გადაკვეთის ადგილას მზე სულ სხვანაირია, მხოლოდ სითბოს და სინათლეს ასხივებს, გვირილებიც ბევრი ყოფილა.
მიზანს მივაღწიე,
გავიარე ყველა გზა რაც გასავლელი მქონდა:
ვენდე გულს, ვისუნთქე ზეცა,
შევედი საკუთარი სამყაროს ცენტრში,
შევეხე სულს და გულს, მოვძებნე გვირილა - ნამდვილი გრძნობა და როცა სიხარულისგან ცრემლი წამომივიდა, ოცნება დავკარგე.
არ მქონდა ოცნება, რადგან ყველაზე დიდი სურვილი ავასრულე,
ის, რაც ჯერ ვერავინ შეძლო,
შევეხე საკუთარ სულს, ვიგრძენი საკუთარი თავის მართვის ძალა.
სწორედ ამ დროს საკუთარმა ხმამ გამომაფხიზლა:
-სივრცე გამოაღეთ! ჰაერი აღარ მყოფნის, სიცოცხლე გამითავდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები