ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
6 ივლისი, 2010


თბილისი თეატრია

ეი, ბარმენო!
რომ  გვიღიმი  ძველი  მეგობარივით,
დაასხი  რამე , მოგვიყევი  მერე  ამბავი,
აი ისეთი , რომ  გვჯერა და თანაც  არ გვჯერა,
გულიანად რომ გაგვაცინებს,
რაღაც , ამგვარი...

მოჰყევი, თითქოს  გასული წლის...  მგონი  მაისში!
ან  შეიძლება...  ოქტომბერიც  იდგა.  გრილოდა,
მოვიდა  ვიღაც  უცხოელი  სიგარით  ხელში,
კარგად  ჩაცმული , გახსოვს , თუმცა  ბარში  ბნელოდა

მან  შეგიკვეთა  ჭიქა ვისკი , ყველაზე კარგი,
მოწრუპა ოდნავ , მერე  დაჯდა,  ფიქრმა  წაიღო...
რეკავდა სადღაც ,
ინგლისსა  თუ  ჰოლანდიაში?
ეს  აღარ გახსოვს... რადგან  ბარში  ხმაური იყო

რა მოხდა შემდეგ?...    ის წავიდა.  დატოვა ხურდა.
მიხრა–მოხრაში  იგრძნობოდა  რაღაც  მეფური,
დატოვა  ვისკიც...  ამ მომენტში  უკვე შეგშურდა!
შენ მისი ბედი ინატრე და გეტკინა  გული...

P.S.

გუშინ  კი სახლში  გაგეჭედა შენ  უნიტაზი,
დიდხანს ელოდი სანტექნიკოსს,  ბოლოს  მოვიდა...
უყურებ თურმე ნაცნობ სახეს  და მერე ხვდები,
სანტექნიკოსი ?!..... იქ უცხოელს რომ  თამაშობდა...

                       
                                                                                        5.07. (2010).  სერგეი  ნეველი


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები