ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: სბდვალი
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2010


მაისის ია

მოგენატრება მაისის ია,
ზამბახთა ფენა და გვირილები,
გაგახსენდება სევდით აღსავსე,
ცრემლად დაღვრილი ის ტირიფები,
რომ ინახავენ ჩვენ საიდუმლოს,
და რომ კრთებიან ამ სასოებით,
ჩემი გრძნობები სიტყვებით ვხატე,
თავად სიტყვები კი ასოებით.
ზამბახთა ელვა და ქროლვა ქარის,
მათრთოლებს ნაზად - სურნელი ქალის,
ფერები გიყვარს ზურმუხტის, ლალის,
მე კი მიზიდავს ფერი მაგ თვალის,
გადაიშლება ყანები ჭვავის,
რომელსაც ასდის მზის სხივის ალი,
ალისფერს და ნაზს მოგართმევ ყვავილს,
რომელიც ამ სიყვარულით ყვავის...

საბა დვალი  07.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები