ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2010


დავიავადე მე ჩემი სული

დავიავადე მე ჩემი სული
ღამით ფიქრები მე ისევ მტანჯავს,
კეთილს ბოროტი შეეპარა
და შეეპარა ტყუილი მართალს,

დავიავადე მე ჩემი გული
და ღამის ფიქრებს მე ჭიქით ვმარხავ,
დავიავადე მე ჩემი გრძნობა
სადღაც დავკარგე დავეძებ ახალს,

დავიავადე მე ჩემი აზრი
და ყველა აზრში დავეძებ დაბალს,
ჩაბუდებულა სხეულში უცხო
და სამართებლით შიგნიდან მკაწრავს

მე რეალობის ყოველი წამი
როგორც ჯალათი მგონია მშანთავს,
გადაიღალა ჩემი არსება
რამდენ თეთრ ღამეს ეს სახე მალავს,

მე უძილობა ისევ მაკითხავს
მე უძილობას მუზას ავურევ
სხვა ვერ მიხვდება ამ აზრს საკითხავს
ჩაფიქრებული თბილის გავყურებ

მე გამაქროლა ისევ მერანმა ,
და დავიჭერი როგორც არწივი,
ლექსს მოუხდება ალბათ რიტმად თქმა,
თქვენთან შეხება არ არს მარტივი...

ეჰ გადამრია ფიქრმა მღელვარმა,
გადამეშალა ცუდი კარტივით,
მე ხომ კი ისევ კეთილს მდევარი,
ვეამბორები თქვენ აზრს პატივით.

თქვენც მუდამ გქონდათ ფიქრი მღელვარი .
მეც არ მომშორდა შავი მდევარი.
გადმომილოცეთ ნიკო მერანი.
რომ მოვიტოვო ფიქრი ვერაგი.

არ დავიჭრები როგორც არწივი
და ვერ დამგლეჯან შავი ყორნები,
ვერ დამეწევა შავი მდევარი,
რამდენის მედოს გულზე ლოდები...

დავიავადე მე ჩემი სული,
ღამით ფიქრები მე ისევ მტანჯავს,
დავიავადე მე ჩემი გრძნობა.
სადღაც დავკარგე დავეძებ ახალს.

დავიავადე მე ჩემი გული
და ღამის ფიქრებს მე ჭიქით ვმარხავ,
დავიავადე მე ჩემი აზრი
და ყველა აზრში დავეძებ დაბალს.

კეთილს ბოროტი შეეპარა
და შეეპარა ტყუილი მართალს,
გადაიღალა ჩემი არსება,
რამდენ თეთრ ღამეს ეს სახე მალავს...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები