ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2010


ქარს არგატანებული წერილი

“ქარის მოტანილი” თუ “ქარს გატანებული”?!
ვერ გამირკვევია, ამ გრძნობას რა ჰქვია:
უსიტყვოდ მოვიდა, არც არა მკითხა და
თხემით ტერფებამდე ვნებაში გამხვია!

მაჯაში ჩამავლო მარწუხა თითები,
“თან გამომყევიო”, - თვალებით მანიშნა...
რას წარმოვიდგენდი, მას შემდეგ, დღემდეც კი,
უაზროდ რომ ვებრძვი ცეცხლსა და ქარიშხალს?!
 
"ქარის მოტანილი ქარს გავატანოთო"?
სინამდვილეში ასე რომ არ ხდება?
წერილად გავგზავნი... იქნებ  წაიკითხოს?
ქარი დამიდგება მიტანის თავდებად. 

დავწერე, დავხიე... დავწერე თავიდან...
გამირბის კალამი... რაც არის, ეს არის!
მას შემდეგ წლები და... სიცოცხლე გავიდა!
“ვერც დაივიწყებო”, - ჩურჩულებს კესანე.

------------
გავბრაზდი... გავბრაზდი საკუთარ თავზე და
დავფიქრდი: “არ ვიცი, საერთოდ რა მინდა?
ეს როგორ მოგწერო”? – ფურცელი დავკეცე
და თვითმფრინავი...  გა-ფრინ-დაააა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები