ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
9 ივლისი, 2010


პაროდია თარგმანებზე

ზოგი  თარგმნის  და ზოგიც რომ ცუღლუტობს?
გვიან მივხვდი,  დავიგვიანე,
მეც  ვთარგმნო  ასე?..  დაილოცოს ჩვენი  ძმა  Google!!!
ბოდლერი , შელი , ბაირონი , დანტე , ჰაინე...
ყველაფერს  თარგმნი,  თუ  გუგლი გაქვს , მერე  სურვილი

თუმცა...  რა  თარგმნა!..  ყველაფერი უკვე  მზადაა,
იწვალეს  სხვებმა,  გადათარგმნეს  და აქ  დააწყვეს,
უბედურები!...  წიგნს  ფურცლავდნენ  და ჩურჩულებდნენ...
გაშტერებულნი აყოლებდნენ  თითებს  სტრიქონებს

შენ  ზიხარ  მშვიდად,  კომფორტულად,  ტექნიკის  გვერდით,
ეძებ  კლასიკოსს,  მერე კი  მის  ქართულად  თარგმანს,
ბოლოს ერთ  სიტყვას  მოაშორებ...  ანდა  ორს შეცვლი...
შენია  უკვე!..  პრეტენზიაც  არავის არ  გვაქვს

ალბათ ( არც  ჭკუა! ) ვზივართ,  მონიტორზე  მიშტერებულნი,
კლასიკოსები  საფლავებში  ბრუნავენ , ხტიან!
თუ  კიდევ  ასე  გაგრძელდება,  ნამდვილად  ვიცი,
ფანჯრიდან  ვისვრი  ჩემს  პროცესორს,  ხვალ,  ოთხბირთვიანს........



            08..07..(2010).  სერგეი  ნეველი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები