ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2010


იქ, სადაც არ ვართ...


იქ, სადაც არ ვართ...
და ვერ წავალთ, გვინდა და გვშია...
იქ ვაგზავნით ქარის მოტანილს...
იქ, სადაც არ ვართ,
ჩემი ქაღალდის თვითმფრინავს ვაფრენ...
იქ, სადაც...მერე?...
მერე ისევ ბოთლში დავეძებ
დაკარგულ წერილს უმისამართოს
იქ, სადაც არ ვართ.....
თუმც ჩემთვის ნაგზავნს...
ცის ხატულება ტოტებგადაჭრილ ხეთა სიზმრებმა
გადააკარეს...
და ფერად ბუშტებს აფეთებს ქარი,
გადაგაქცევთო საპნის ბუშტებად.....
იქ და იმგვარად.....
სიმებდაჭიმულს, ვერ ვუძლებ ამ გულს...
იქ, სადაც არ ვართ... შენს ნათქვამს ვკარგავ...
თუ ვპოულობ უკვე..... ვერ ვიცლი,
რომ დავიბრუნო ძველი იმიჯი,
მიხატული სველ პროფილად ჩემს მაქმანებში....
იქ,სადაც არ ვართ...
ვერ მიმატოვებ....
არ ვყოფილვართ და ალბათ, მაგიტომ....
ღიმილს დაგითმობ და....
იქ მივალ, სადაც არ იყო...
და მაინც იყო ჩვენი გულის
ცახცახისფერი...
იქ, სადაც ყველა ბოლოს წაიღო...
და მაინც ერთად შავ-თეთრად ვჩანვართ...
იქ, სადაც არ ვართ.....
                                                          10.07.10.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები