ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2008


ფიროსმანი

თითქოს ვიხილე იგი მეტეხთან,
ქართული ჩოხით... ძველი ხალათით...
ის დადიოდა,როგორც ლეგენდა,
ფუნჯით დაჰქონდა მთელი ქალაქი...

საით წავიდა, არავინ იცის,
მწუხარედ სდუმან გზები ჩავლილი,
მტკვართან ბარბაცებს ძველი თბილისი
გაოცებული ფიროსმანივით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები