ნაწარმოებები



ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პროზა
13 ივლისი, 2010


  ჩამოტვირთვა

სივრცე

მიდიხარ,
არასდროს-ვცდილობ დაგაბრუნო.
ბრუნდები,
არასდროს-გხვდები მოლოდინით.
ტოვებ,
იმედებს-მხოლოდ ვიღაცისთვის.
ატირებ,
ზეცას-უცხო მარტოობით.
გიბერავს ქარი,
ისევ ჩაწოლილი თოვლში
ცრემლიანი,
რაღაც უცხო გრძნობა ფიქრებს შენთან მოაქვთ,
მერე,
იკარგება გზაში
ობოლივით,
შენზე მარტოსული,
ჩემგან წამოსული
გზა-აბნეული
სითბო-მოპარული.
ასე გაძარცვული, სულში ნაიარევ
ტკივილს გამოატან
მხოლოდ,
სიყვარულით,
ვიღაც უცხო ქალზე,
ჩემთან მოსული და
ისევ,
დაკარგული.
ჩემთან შემოსვლისას ტკივილს ნუ დამალავ,
ფარდა გადაწიე-შუქი მომანათე,
ძლიერ ემოციად მიდი,
ჩამისუნთქე.
აი, წასვლისას კი ღია დამიტოვე
კარი,
სული გამოვიდეს
სივრცეჩასუნთქული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები