ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: საბავშვო
13 ივლისი, 2010


ობობა

განა მართლა ბოროტია?
მაგრამ ჭამა მასაც უნდა.
ბევრი აღარ უფიქრია,
მოიქსოვა აბლაბუდა.
დაელოდა თავის მსხვერპლს და
შეინიღბა როგორც გუდა.
ამ ლამაზ და ფრთაფარფატას,
სიცოცხლე რომ მართლაც სურდა,
მეტი ჭკუა აღარ ეყო,
ობობის ქსელს გახახუნდა.
გაება და გაფართხალდა,
უფრო მეტად აიბურდა.
გაიხარა ობობელამ,
დაეწაფა პეპლის გუნდას.
-ეხლა ჩემი საუზმე ხარ!-
ეხვევა და უფრო გუდავს:
-აღარ უნდა ლაი-ლაი,
უსარგებლო აბდაუბდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები