ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2010


* * * (რაღაც იყო და რაღაცა არის...)

რაღაც იყო
და რაღაცა არის,
ეს რაღაც მალე აღარ იქნება,
ერთ ადგილას ხომ
ქვაც ვერ ჩერდება,
თუ გაიყოლებს თან წყლის დინება.

აღარ ვადარებ
თავსა და ბოლოს,
რაღაც ყოველთვის იყო პირველად,
სწორედ ამიტომ,
განცდა წარსულის
ძალიან მიკვირს, რაში გვჭირდება?

დასანანია,
რომ დამთავრდება
გვაქვს ან ყოფილა ჩვენი
დღემდე რაც...
თუმცა,
სიცოცხლეც მოგვბეზრდებოდა,
რომ არ გვჯეროდეს, ბოლო ექნება...

ლიკა ოხანაშვილი
1.07.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები