ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2008


პარადოქსი

მახსოვს, ბავშვობაში დაბადების დღის აღნიშვნის
წინ გადაწევა მიხაროდა!...
მიხაროდა!... მიხაროდა!...
რა მიხაროდა? –
თუნდაც ის, რომ ვადაზე ადრე
დამერქმეოდა სახელად ”დიდი”!...

და აი, ახლაც მიხარია დაბადების დღის
აღნიშვნის წინ გადაწევა!!!
მიხარია!... მიხარია...
რა მიხარია?!...
ალბათ ის, რომ სხვებს უკვე ”დიდი” ვეგონები,
მე კი... ჯერ კიდევ თუნდაც ორ დღეს შემეძლება
შევხედო ჩემს თავს, როგორც ”პატარას”......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები