ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 ივლისი, 2010


გ ვ რ ი ტ ე ბ ი... (VI ნაწილი)

ნუ მკითხავთ, რატომ დევს გვრიტები "სხვაში"... ან რატომ აქვს ასეთი ფორმა...
ამ გვრიტების გამო ბევრი დამცირება გადავიტანე ადმინისტრაციისგან, მაგრამ... მე მიყვარს ჩემი ფრთოსანი "შვილობილები"...

ეს აღარაა მოთხრობა... ეს მხოლოდ ჩანახატია... ან დოკუმენტური მასალა, თქვენთვის და თქვენთან მოტანილი...

გუშინ გვრიტიკო დაბრუნდა... შუბლზე მუქბუმბულიანი ნიშნით, ათას გვრიტში რომ გამომარჩევინებს!
ახალი მდედრი მომიყვანა... მას გვრიტანა დავარქვი...
ლამაზი გვრიტია გვრიტანა... გვრიტუნაზეც ლამაზი! 
უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის... ნეტა განახათ, როგორ ეხუტებიან ერთმანეთს,  ნისკარტებით კოცნიან... (სურ. 27, 28, 29, 30).

ჯერ ბუდეში ისხდნენ... შემდეგ "ბულვარზე" (ფანჯრის რაფაზე) გაისეირნეს... და იქვე, "ბულვარზე"  მოხდა მოსახდენი... 
გული დამწყდა, "გადაღება ვერ მოვსწარი-მეთქი"... და უცებ გვრიტანა ზურგზე შეახტა გვრიტიკოს...
აი, ეს კი გადავიღე!  :))))  (სურ. 31)... რას არ ნახავს ფოტომონადირის თვალი?!

და ყველაფერი დაიწყო თავიდან...  :)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები