ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2010


გაპატიებდი...

სული რომ მქონდეს უფრო ძლიერი,
ან მიტევების ძალა მცირედი,
ვიცი და მჯერა, ყველა წყენას რომ
ხვალ-ზეგ უთუოდ გაპატიებდი.

გაპატიებდი, რომ იყოს ასე,
რეალობა კი სულ სხვაა ახლა,
სინანული და ლანდი წარსულის,
ალბათ სხეულსაც ძვლებამდე დახრავს.

ბედისწერასაც ხშირად ვემდური,
თუმცა განგებას გავურბი თავად,
დღეს პოეტურად შევქმნი შენს პორტრეტს,
მე ხომ რითმებით, უსახოდ გხატავ...

გხატავ ლექსებში ხშირად ჩემს მუზად,
მერე ყველაში შენს სახეს ვეძებ,
მე შეიძლება ვილოცო შენთვის,
მაგრამ არასდროს ვილოცებ შენზე!

ლიკა ოხანაშვილი
15.07.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები