ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2010


ჩემი ხარ (სოფო ახმეტელს)

თეთრი და ლურჯი და მწვანე და ფერადი
კენჭები, გონიო, ჭრელია შავი ზღვა
თეთრი და შავიდა სერი და უფერო
არმინდა არავინ, შენ გარდა ვინმე სხვა...

ზღვის სუნი, ტალღები, თმებში და ხელები
მზის ჩასვლა, გრძობა და თვალები ჩემი ხარ
ლურჯ ზღვაში ცეცხლის ფრად მზე ჩადის ფერები
მუზით და ფერებით შენ მოგეფერები...

ჩვენ თავზე მღერიან  ჩვენ ამბავს პალმები,
ღრმა არის შავი ზღვა უფრო ღრმა თვალები,
შენია ეს მზეც და ლურჯი ზღვაც შენია,
გავები მახეში შენი ვარ შენი ვარ...

თეთრი და ლურჯი და მწვანე და ფერადი
კენჭები, გონიო, ჭრელია შავი ზღვა
ზღვის სუნი, ტალღები, თმებში და ხელები
მზის ჩასვლა, გრძნობა და თვალები ჩემი ხარ

ჩემი ხარ ჩემი ხარ ჩემი ხარ ჩემი ხარ.....



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები