ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
19 ივლისი, 2010


გელათში

მზე ამოვიდა.
უფრო სხვაგვარად,
უფრო  ლამაზად,
ვიდრე რაც არის.
მცირე მანძილით გადაიზლაზნა
და გაილაჯა..._ მეფე დავითის,
როგორც მსტოვარი.
გადაგვიშალა ცხვირწინ ეტრატი,
გელათი...-ღვთისგან დანატოვარი.
           

                წყაროსთან

წყარომ ხელები გამომიწოდა,
მოგეფეროო, თავი გაიკლა.
სიცივე უცებ ამომიცოცდა...-
შევეცოდე და აღარ ჩამიკრა
გულში, სიხარულს ვეღარ იტევდა...
წყაროს ვუყვარვარ!...- ვერ გამიმეტა!


ესაც ჭის ამბიციები (ეს ერთხელ ვაპატიოთ...:) )


ნამდვილი ლექსები
ჭასავით წრფელია,
გულიდან მოდის,
სისხლიდან მოდის,
თორემ ვინ მოსთვლის
რამდენს ყვარებია,
რამდენს უცრემლია,
რამდენს უწერია
დღემდე...-ადამის მოდგმის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები