ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: პროზა
22 ივლისი, 2010


ქვიშის საათი

                                    "მე შუა რუსთაველზე მხრებაწურული ვდგავარ და
                                    ტირილი მივარდება,რადგანაც ვხვდები,რომ მე კი არა,
                                          სამყარო დადის უკუღმა"


                                                                                      გვირილა-მარიამ





აკაკუნდნენ თუნუქის სახურავები.

მუქად დაიწინწკლა ასფალტი.

მერე ერთგან დაზიანებული საწვიმარი ღარიდან წვეთ წვეთად გამოიპარა სისველე და რიტმულად ახმაურდა.

წკაპ..

წკაპ..

წკაპ...

ასეთ ამინდში,პატარაობისას,ყოველთვის ფანჯრის რაფაზე ვიჯექი და თვალებში ჩაგროვილი მთელი ბავშვური ცნობისმოყვარეობით გავყურებდი ქუჩას,სახლებს,ხეებს,მსურდა მხედველობის არეში მომექცია ერთად ყველაფერი.
რაღაცას ვეძებდი.
    შუშა ჩემს ნათითურებს იმჩნევდა.
    ბებიის თბილ ხელებს მხრებზე ვგრძნობდი.

  ვეძებდი და წარმოდგენაც არ მქონდა რას..

  მერე გარდატეხა და პოვნის გამძაფრებული სურვილი..

....
ახლა შენ ალბათ რომელიმე ქუჩაში დადიხარ და წვიმის გუბეებში ფეხს ადგამ ბავშვურად.
  მათში ჩაქცეული ცა რკალებად იტალღება...
      ზევითაც ეყოფა მოწყენაო–ამბობ.
ვინ იცის,ამის შემყურე ნებისმიერი გამვლელი შენი ცხოვრების რწმენას ურწმუნოებად რაცხს,თავიანთი რწმენის გადმოსახედიდან,ერთი შეხედვით.
  იციან მაინც რა არის წვიმა?
  ისინი  ხომ მინის დახშულ ჭურჭელში არიან გამოკეტილნი,რომლის ცა დაბლა  ვიწროვდება და მათთვის იქიდან ქვიშის წვეთები მოდის,მისით რომ ევსებათ პირი და თვალები,ივსებიან და მერე იქვე იმარხებიან,
  იხრწნებიან ...


მიმაჩვიე ფიქრს და ამით მიგიჩვიე...


  ყველა  შენებური განცდის გამოვლინების ასე თუ ისე შეცნობისას,ვხვდები,რომ  ჩემი ცხოვრება,მხოლოდ მცდელობა არის იმის ათვისებისა,რასაც მის შემდეგ ვნახავ.
    ამიტომ მჭირს ალბათ სიცოცხლის უკმარისობა.

წვიმს და ქუჩაში მოძრავ,დაღვრემილ სახეებს ფანჯრის რაფაზე იდაყვებით დაყრდნობილი ვუყურებ.
        ტროტუარებს ნაფეხურები მისტირიან..
რაღაცას ვეძებ და ველი...

  იქნებ ვინმე გიჟმა წვიმის გუბეში გატოპოს ...
       

 
მინდა ვიყო ჩემს თავზე მეტი,ანუ –შენ


წკაპ...

წკაპ...

წკაპ...



                                                                                                            19.07.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები