ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2010


კუს ტბა

ბუნგალოდან მონაბერი რიტმით
ტბა როკავდა ჩამავალ მზის კვალთან,
სიომ ვალსით დაუარა ბუჩქებს,
შლეიფად სდევს კატერს ქაფის ტალღა...

სთავაზობდა ვაშლი თავის ჩრდილებს,
მკლავგაშლილი მუხა - ფესვთა კალთას
შეყვარებულ, ჩახუტებულ წყვილებს,
ყველაფერი მისტერიას გავდა...

ლოცვად იდგა ალვის ხეთა ჯარი,
ფრიალებდა ფოთოლთ ხშირი ფარდა,
მაგონებდა მათი თეთრი ძირი
ჩაცმულობას საპატარძლო ქალთა.

უცებ ჩადგა...გაიყინა კადრი...
გაირინდა ექოც უცხო ხმათა...
და შრიალი ლელქაშების ქორომ
დაასრულა მეტანიით ტბასთან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები