ნაწარმოებები



ავტორი: მაკა კოლხი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
27 ივლისი, 2010


ჩანაწერები

((((((

ჩემი სამშობლო
სიზმრისფერი მგონია
მუდამ.
სიზმარი კიდევ -
შავ-თეთრია,
ხანაც, ფერადი...


                                          (((((((


წერტილი დასასრულს არ ნიშნავს,
წერტილი - დასაწყისია
ყოველგვარი გაურკვევლობის!
არ გჯერათ?
დასვით წერტილი სიცოცხლის ბოლოს.
მიხვდით?
არა უშავს, მალე მიხვდებით!

(((((
   
რა მინდა?
    რას ველი?
          რას ვეძებ? –
ეგ რომ ვიცოდე,
ცხოვრებას მონად დავუდგებოდი.

((((((

მე შემეშალა შენი სახელი და
მღელვარებას რატომღაც სიმშვიდე დაგარქვი.
სახელი კი მაგიურ ძალას მუდამ ატარებს და
შენ ახლა ჩემი
მშვიდი მღელვარება ხარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები