ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
5 აგვისტო, 2010


ჩემ ქუჩას (იოსებიძეს)

წვიმის წვეთები ასველებენ ჩემს ქუჩას ეხლა,
ნაცნობი სუნი დატრიალდა ჰაერში თითქოს,
უამრავ ამბავს ეს ქუჩები წარსულში მალავს,
აქ ყველა კენჭი მოფერებას ფაქიზად ითხოვს.

როგორც მე ახლა წვიმის წვეთებს ვუსმენ და ვფიქრობ,
ალბათ წლების წინ ვინმე სხვასაც ამ დროს ეღვიძა,
როგორც მე მასზე, იქნებ ისიც სხვაზე ფიქრობდა
და იქნებ ის სხვაც იქნებ,ის სხვაც სხვაზე ფიქრობდა.

უამრავ ამბავს ინახავენ ქუჩები ალბათ
და ისტორიებს უყვებიან წვიმის გუბეებს,
არ ვავიწყდებით საუკუნოდ ვახსოვართ მარად,
უზიარებენ ყველა ტკივილს მხოლოდ გუბეებს.

წვიმის წვეთები ასველებენ ჩემს ქუჩას ახლა,
ნაცნობი სუნი დატრიალდა ჰაერში თითქოს,
უამრავ ამბავს ეს ქუჩები წარსულში მალავ,ს
აქ ყველა კენჭი მოფერებას ფაქიზად ითხოვს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები