ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2008


პოეტური ოქტავა

              პრიმა
  პოეტის გულით,
                            გულის პოეტით...

                  სეკუნდა
აჟღერებული ხმებით დაღლილი,
ყველა ნაბიჯი სუნთქვით დათვლილი...

                      ტერცია
გაურბის კოცნას ხელიც და თვალიც,
გაურბის იმედს გულის ცახცახით,
შეივსებს ფერებს ჩემი ნახატიც...

                    კვარტა
რამ აგამღერა, აგაფერადა,
როცა რჩებოდი მარტოდ, კენტადა...
არ გქონდა ძალა ტკივილთა თმენის
და ცარიელი შეგრჩა ფურცელიც...

                    კვინტა
მოცისფვრას გული სიჩუმით ცრიდა...
არც გამაცლიდა და არც შეცვლიდა
არაფერს ისეთს, რასაც ვაძლევდი,
რადგან სულს ისევ ტკივილს ვაკმევდი
და მობრუნებულს დავუფენდი სარეცელს ეკლის...

                      სექსტა
მორჩა, გეყოფა! ნუ აბრუნებ ტკივილებს ძველებს,
და ნუ დაეძებ მას, რაც იყო... უკვე დამთავრდა...
მორჩა, გეყოფა! ნუ წელავ იმედს,
დახურე კარი! სიტყვა გათავდა!
გათავდა სევდა, გათავდა ლექსიც,
და დიდი თმენით დაღლილი წელიც...

                      სეპტიმა
მოვა ახალი, უფრო ძლიერი ჩემი სტრიქონი სავსე ფერებით
და მოფერების უკიდეგანო მოლოდინს ფურცელს ისევ შეუვსებს,
ხელი დაღლილი გაჰყვება ხაზებს,
კალამს დაასობს თეთრგულა ფურცელს...
და ატირებულს, ღიმილების სევდას გააცლის...
და სტრიქონიდან სტრიქონამდე მარათონი კვლავ დაიწყება,
და უსიტყვობის უგრძნობ უფსკრულს ჩემი ლექსები მტრედისფრად თავზე დაეფინება...

                          ოქტავა
და ჰა, ნაპირი მშვიდი და მწველი,
ტალღას აქოჩრილს აბრუნებს ხელი,
სიტყვა სტრიქონობს და ეჯიბრება სიჩუმეს ნახატს,
ბრძოლა დამთავრდა... და დარჩათ მიწა სიტყვებს ნაქარგთა...
მტრედისფერ ფურცელს ფერებით დაღლი,
მზეებით სავსე სიტყვებს მოისთვლი,
ამოუწურავთ დასწურავ, დაღვრი და ქანცგაცლილი,
უდარდელობით შიშველი, მთვრალი ძილს მიეცემი...
                                                                                        2000წ. 26 ოქტომმბერი. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები