ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mer@bi
ჟანრი: პოეზია
28 ივლისი, 2010


სიმპტომები

თითქოს აპრილია შინაგანად,
ტკივილების კვირტებივით სკდომა...
ისევ იბადება ნიაგარა
მოთმინების ფიალიდან როცა,
ბრაზის სიმპტომები გადმოდიან.


მიყვარს თანწყობილი რექვიემი,
მდინარეზე აჟღერება წვიმის.
დროსთან უსუსური ვერ ვიქნები.
უდროობა ჟრუანტელად მივლის,
გიჟის სიმპტომების თაობიდან.


გულით დავატარებ დიდ საუნჯეს,
წარუშლელი სიყმაწვილის ნიღაბს.
გუშინ რეალობას ვესაუბრე,
სიცოცხლისთვის გავატანე ქირა.
დღეს კი, ცა ღრუბლებით პაროდირებს.


თითქოს სადისტია წინათგრძნობაც.
ქარაგმებში იხლართება ფიქრი.
ვცდილობ გამოსავალს მივაგნო და
დავამსგავსო კედლები ლურჯ ფანქრით,
ავდრის უმნიშვნელო პანტომიმას.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს