| ავტორი: მათე ჟანრი: პოეზია 19 ივლისი, 2008 |
ერთი შვიდი 1. წითელი
შიშისფრად დაღლილ დროთა სივრცეში ელვარებს უცხოდ, იზიდავს თვალთა... და ჩამოწვეთავს დასათვლელ ხმათა ჩქარი წიკწიკით...
2. ნარინჯისფერი
ქარის იდუმალ ჩურჩულს მოგაფენს... და მზის უთვალავ ნაკოცნად გფარავს, შენ კი შესტირი გიორგობის თვეს და ოხრავ, რადგან ეს მერამდენედ... ჩაგეძინა... და... ამ ნაკოცნთა ზამთარი გპარავს.
3.ყვითელი
კვერცხიდან ახლადგამოჩეკილ წიწილასავით აცახცახებს, მარტოობით შეთალხულს, და უხმობს სატრფოს, მაგრამ მისი სიზმრის კივილი ოთხკუთხა ოთახს ვერ სცილდება, მზის ღიმს ნატრული, ზაფრანებით სავსეა სული.
4.მწვანე
ფოთოლთა სუნთქვა თვალთა სივრცეში, ხსნილია გზებიც უსასრულოთა... და ყინვით გამხმარ ზამთრის ხედებს სულის შემძვრელი სიმშვიდით ფარავს გაზაფხულის თბილი ხელები.
5.ცისფერი და გადალექსილი ცაზე ანგელოზი... ზღვაზე ნავი აფრით... ცათა ანარეკლით თვალი სავსე დარდით, და ლექსად ფერილი, კალთას შერჩენილი ღიღილო... ეულად შთენილი... პოეტის ხმა!
6.ლურჯი
ფარშევანგის მარაოს ამაფარებს შაბიამნისფერი ჩრდილი ბოთლისა... მთას კი ,,ქლიავისფრად'' გაუმუქდა საღამოს ტბის ცრემლი ბროლისა... ყველაფერს კი ფარავს გაოცება ჩემ ბიჭუნას თვალთა მოლისა...
7.იისფერი ღამე პოეტობს და წერს მთვარეზე, თოვლის ქობანი მელნად მოკირწლა, შრიალებს კაბა და ამ ნაზ ხმაზე ფურცელს ვარსკვლავნი იად მოესხა...
მეორე შვიდი
1. დო...
დოოო-მინანტობს ყველაზე დაბალი, დო-ბილებს არ თრგუნავს,დუმილზე მაღალი... დო-გმებს ვერ იგუებს, დაანგრევს ჯებირებს, დო-ნდლოთა დო-რბლების ხმით ის არ დაუკრავს. დო-ნეს არ ასცდება არც მაღლა, არც დაბლა... დიეზის სიმაღლეს ბემოლით უშველის... დო-რეანს დახატავს და მერე დამფრთხალი დო-ნკიხოტს მოუხმობს, დო-ს დღვებით დამჭკნარი...
2. რე...
რე-კავენ, წელავენ, ეძებენ საძებარს... რე-ბუსებს ვერ ხსნიან, როცა რიგს არღვევენ, რე-აგი-რე-ბისთვის რე-დაქტორს მისწე-რე-ნ რე-კორდი თუ მოხსნა ნა-რე-ლმა რე-ნომა... რე-ლასი... რე-ესტრი... რე-ნდგენი... რე-გვენი... რე-კლამას შესწი-რე-ს, რაც ჰქონდათ საღი-რე... არ გვინდა მეო-რე! პირველად გავიგე რე-ს რომ ამაღლებდე და დოზე ჩახვიდე...
3. მი...
მი-აქვს და მი-აფენს, ი-მი-ჯი არ უნდა, მი-რკანი ფერს იცვლის მი-თების იმედით, მი-თა ვარ მამაცი, მი-მდობი, მი-მტევი, მუდამ რომ თან მი-მდევს იმედის მარულა...
4. ფა...
ფა-ნტელთა ფა-რ-ფა-ტით, ფა-ნდებს ვერ დამიგებს... ფა-ქიზთა ნარგიზთა ფა-რდით და-ფა-რული, ფა-სს მაინც არ კარგავს, ფიქრებში წასული... ფა-თერაკს, კარს მომდგარს, მაინც ვერ გა-ფა-ნტავს ფა-სკუნჯის ბუმბულიც მზის დედის წალკოტში, ფა-თურით, უჩუმრად რომც იყოს პარული...
5. სოლ...
სოლ-ისტია, სულ ვერ იცლის... სოლ-ომონის ტაძრის კედელს ჩამოაქცევს!... ეს ხმა მისი... სოლ-ანჟეა ჟემან-სოლ-დებს უ-სოლ-დებათ გრძელყელება... მთვარე მოსთქვამს, სოლ-დეების გატყდა ხონჩა... სოლ-არული მყუდროება დაირღვევა სოლ მაჟორად...
6. ლა...
ლა-იტნოტად ლა-ნდი გასდევს... ლა-მაზი აქვთ ალქაჯთ თვალნი... ლა-ინისფერს გადაიკრავს ცა დაბ-ლა-ნდვით... ლა-ხტით შეკრულს არ აქვს ძალა ალტერნატივს... ალჩუზე თუ მოჯდა კენჭი, ალბათ, ისევ ლა-ლისფერი ი-ლა-კ-ლა-კებს ღვინო ყელში.
7. სი...
სი-მთა სი-ნაზე სი-ფათს უჟღალავს... აწეულია!... სი-თ წავა, ახლა?... სი-ამეთ მოჰფენს სი-ზმრების სი-ბრძნეს... სი-ნდი-სი-ცა აქვს, ისმენს პატარას... სი-რთა ბადენი, ისართა სტვენით, ისევ ისეთი იქნება ისიც... ისრიმის წვენით გამწარდა ყელი... სი-ავეს სი-ნით მოგართმევს ხელი, სი-კეთის სი-ლბო, სი-ზმართა ფრენით, სი-ნამდვილეშიც მი-სი მგონია...
2001 წელი 21 თებერვალი
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. ,,და გადალექსილი ცაზე ანგელოზი ზღვაზე ნავი აფრით... ცათა ანარეკლით თვალი სავსე დარდით, და ლექსად ფერილი, კალთას შერჩენილი ღიღილო... ეულად შთენილი...' პოეტის ხმა!" და კიდევ... ,,დღეს ალბათ სხვას დავწერდი, მაგრამ მინდოდა გენახათ საიდან მოვდივარ..." ეს მომეწოონაა ,,და გადალექსილი ცაზე ანგელოზი ზღვაზე ნავი აფრით... ცათა ანარეკლით თვალი სავსე დარდით, და ლექსად ფერილი, კალთას შერჩენილი ღიღილო... ეულად შთენილი...` პოეტის ხმა!" და კიდევ... ,,დღეს ალბათ სხვას დავწერდი, მაგრამ მინდოდა გენახათ საიდან მოვდივარ..." ეს მომეწოონაა
21. ეს კი განსაკუუთრებით მომეწონა ეს კი განსაკუუთრებით მომეწონა
18. ვიწყებ კი არა და ვაგრძელებ! ეგაა სიმართლე! ;) ვიწყებ კი არა და ვაგრძელებ! ეგაა სიმართლე! ;)
17. ვიწყებ შენი შემოქმედების გაცნობას! ეს შთამბეჭტავი იყო!!! მოიცა ჯერ სად ხარ!!! :D :D ვიწყებ შენი შემოქმედების გაცნობას! ეს შთამბეჭტავი იყო!!! მოიცა ჯერ სად ხარ!!! :D :D
16. 5 შენ მათე იმიტომ რომ მე მომეწონა :) მეორე შვიდმა გომელაური გამახსენა რატომღაც.კარგია და წარმატებებს გისურვებ :) 5 შენ მათე იმიტომ რომ მე მომეწონა :) მეორე შვიდმა გომელაური გამახსენა რატომღაც.კარგია და წარმატებებს გისურვებ :)
14. გმადლობთ სიამოვნებისთვის
გმადლობთ სიამოვნებისთვის
13. არ ,,მიშრომია'', ასეთი მოვიდა მაშინ... დღეს ალბათ სახვას დავწერდი, მაგრამ მინდოდა გენახათ საიდან მოვდივარ... არ ,,მიშრომია``, ასეთი მოვიდა მაშინ... დღეს ალბათ სახვას დავწერდი, მაგრამ მინდოდა გენახათ საიდან მოვდივარ...
12. ნიკის კომენტარზე ვიხალისე :))
მეც ასე დამემართა და იმიტომ :)) ნიკის კომენტარზე ვიხალისე :))
მეც ასე დამემართა და იმიტომ :))
11. თავიდან კარგად დაიწყო, დაწყებამდე ჩანაფიქრსაც მივხვდი და მომეწონა. და დაწყებულზე ხუთიანივით ვკითხულობდი
შუა ფერების მერე ოთხიანივით მეკითხებოდა
და ნოტებზე რომ გადავედი უკვე კითხვისას სამიანი ხტუნავდა გონებაში.
სადღაც მი-სთან გავჩერდი, რომ არ გაორიანებულიყო
3 ქულა თავიდან კარგად დაიწყო, დაწყებამდე ჩანაფიქრსაც მივხვდი და მომეწონა. და დაწყებულზე ხუთიანივით ვკითხულობდი
შუა ფერების მერე ოთხიანივით მეკითხებოდა
და ნოტებზე რომ გადავედი უკვე კითხვისას სამიანი ხტუნავდა გონებაში.
სადღაც მი-სთან გავჩერდი, რომ არ გაორიანებულიყო
3 ქულა
10. ძალიან კი გიშრომია,მაგრამ 3! არ არის ეფექტური,ჩანაფიქრი კარგია. ძალიან კი გიშრომია,მაგრამ 3! არ არის ეფექტური,ჩანაფიქრი კარგია.
9. მესამე შვიდი დაგეწერა ბარემ...გაალამაზებდა აქაურობას მესამე შვიდი დაგეწერა ბარემ...გაალამაზებდა აქაურობას
5. ჰოო მომეწონა ,ფერები უფრო... განსაკუთრებით:ლურჯი ფერი:)
აი,სოლ კი გაუგებარი იყო ჩემთვის:D
ისე რას გადაეკიდეთ ამ გამებით აწყობილს ლექსებს?:))ის ნიკი ხარ შენ?:D
მეწამულის ფერზეც გეთქვა რამე ა?:D
5 ჰოო მომეწონა ,ფერები უფრო... განსაკუთრებით:ლურჯი ფერი:)
აი,სოლ კი გაუგებარი იყო ჩემთვის:D
ისე რას გადაეკიდეთ ამ გამებით აწყობილს ლექსებს?:))ის ნიკი ხარ შენ?:D
მეწამულის ფერზეც გეთქვა რამე ა?:D
5
4. რა იყო რა ძაან მოგწონებია ჭავ! :)) კარგია! რა იყო რა ძაან მოგწონებია ჭავ! :)) კარგია!
3. ფერები მომეწონა. 5 ფერები მომეწონა. 5
2. ფერები მომეწონა. 5 ფერები მომეწონა. 5
1. ფერები მომეწონა. 5 ფერები მომეწონა. 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|