ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2010


თოკით მობმული შენზე, ვარ მეოცნებე ფრანი...

მომენატრები უფრო,
"რაც გადის დრო და ხანი"...
თვალები შენი თბილი_
მთის ცისთვალების მგვანი...
შენი ხმის ხავერდების
რბილი, ბუბუნა ბანი...
კისერთან შენი სუნთქვა...
მიკანკალებდეს ტანი...
შენი ვნებების წვიმით
თვრებოდეს ჩემი კანი...
შენთან მოდიან ისევ
ჩემ ფიქრთა ბილიკ-გზანი,
სიყვარულს ვიტყვი შენსას-
დადუღდებიან ქვანი...
შენით ვისწავლე ჩემო
ალერსის ანი-ბანი...
თოკით მობმული შენზე,
ვარ მეოცნებე ფრანი...
ამედევნე და ერთად
შემოვიფრინოთ ცანი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები