ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მათე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
24 ივლისი, 2010


წვეთში ხილული

სულ ერთი წვეთი - ცისარტყელაა ნაამბორალი შვიდფრად ელვარე...
სულ ერთი წვეთი - სისხლისაა? არა...
სად ნახეთ  სისხლი, მარტო  წვეთზე  შეჩერებული,
ზღვად რომ არ იქცა?.....
და ამიტომაც ალბათ, ზღვისაა, მარილიანი...
სამეფოებით თევზთა და თვალთა ნაჭრელთა, ცოტა მჭრელთა....
გრძელი რიგები ვიტრინებისა,  კალეიდოსკოპმანებივით მოტრიალეთა....
ტრა-ლა-ლა-ლა-ლააა....
და ჩაიმღერეს მაღალ ქუსლთა ელვარებებმა....
იქ, იმ წვეთებს, წარხოცილთა თეთრი სახოცით,
არ ვიცი, ალბათ, სირცხვილის, ანდა  ვნების სუნი თუ აუვიდათ.....
სულ ერთი წვეთი - გადაივსო ყველა ფიალა თმენის და ზღვევის...
წვეთია შხამის გულს რომ დაეცა და...მოკლა ჟამი....
წვეთში მზე ბრწყინავს... შენი ღიმილიც....  ერთი წამიც და...
ჩამოატარა  რამდენი წვეთი  მოძველო და გაქუცული სულებით სავსე,
რჩევით დაღლილთა  - არავის რომ არ გაემეტა  ერთი წვეთიც კი სიყვარულისა.....
წვეთი წვიმისა.... ცრემლებისა.... და...
ნეტა, წვეთი რამ დამასიზმრა?.., უცებ ზღად იქცა.... დამედევნა...
სულმთლად წამლეკა, გადამსრისა......გამომეღვიძა...
ზღვას გადავურჩი, თუმც  მახრჩობს წვეთი,
ამ ერთმა  ციდამ, ნახე რა მიქნა?!...
რადგან არ მეყო არც ღიმილები,
არც ტკივილები,
არც ელვანი მაგ თვალთა ფერთა....
ზღვაში მწყურვალი, თევზი ნაპირზე გამორიყული,
იმ ერთი წვეთის გამო ვიხრჩობი!...
ვინ ხართ მკურნალი?....

                                                    24 ივლისი 2010 წელი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები