როდესაც ჩემს თავს გამოვუტყდი, აღმოჩნდა, რომ ვგავარ საწნახელს, რომელიც იყო ისე მძიმე, რომ შუა გზაზე დატოვეს, ტყესთან...
შენს სიმღერას დღეს ჰქვია კვნესა!..
ბედნიერება ჰგავს ფეხებით დასრესილ მტევანს, - ყველა საწნახელს სისხლად დასდის ვიწრო ყელიდან.
შენ რისთვის, ქალო?!.. შენ რისად, შვილო?!
ნეტავ რომელი ათრობს უფრო - სისხლი თუ ღვინო?..
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|