 | ავტორი: ია-ია ჟანრი: თარგმანი 26 ივლისი, 2010 |
(автопортрет)
Да сгорит твоя женственность, женщина, Пусть сгорит твой обед- В кастрюле предвкушения, что ломаешь сырые ночи как фасоль И никогда не даёшь огонь... Да сгорит твоя надежда, богом проклятая, Что вырвалась с корнями и улетела вне девять весень, Разрушила дом, Ветви переломала себе и вернулась... Теперь микродозами лимонного цвета В своей же плоти каждый день убиваешь новые жизни и Сама с ними умираешь... Хотя б те два отростка сбереги, чтоб угас твой день, Которые отрасли на твоём теле,- Чтоб совсем не исчезнуть с лица земли... Чтоб сгорели очи твои, Твои вещие сны, женщина, Которые спутали твои дни и ночи, Смешали очевидное со снами И сейчас, Шатаясь стоишь на полосе воздуха, И ветерок не колышется, Чтоб унёс тебя иль туда, Иль сюда... Да сгорит эта твоя любовь, женщина, Чтоб ласки тебе не видать, Чтоб судьба тебя прокляла... Тебя... Тебя... Пусть сгорит и превратится в уголь, Чтоб потом немножко выкопать ногтями, Обрисовать стены мёртвыми зимними бабочками и Дуть в них сладко, созданным не для жизни, Одно крылышко у них всегда будет чёрным. Не поняла?! Вдвоём надо дуть, женщина, Вдвоём... Уйди, В зеркало взгляни, чтоб взор твой сгорел и сосчтиай, Всё ж ты одна и Всегда была ты одной. Выйди потом и Эти пальцы подставь дождью, Может дождь успокоет, Вылечит может, Ну и что ж, что твои дожди не идут никогда... Не обнажай душу больше, Не уж то не знаешь-жизнь круглая и Тепло всегда сменяется холодом... Встань, Вновь надень тишину, Вновь обвяжи молчанием лоб и Примись за обед- Собирай ломанные сырые ночи в бездонной кастюле, Пока не подует ветер и не унесёт тебя, Пока не испепелилось твоё сердце совсем, женщина...
Да сгорит твоя женственность, женщина, Пусть сгорит рождение твоё...
საშუაღამო
(ავტოპორტრეტი)
დაიწვას შენი ქალობა, ქალო, შენი სადილი დაიწვას- ლოდინის ქვაბში რომ ამტვრევ ნედლ ღამეებს ლობიოსავით და ცეცხლს კი არასოდეს უნთებ... შენი იმედი დაიწვას, შე ღმერთგამწყრალო, რომ ამოეგლიჯე ფესვებით და გაფრინდი ცხრა გაზაფხულს გაღმა, სახლი დაინგრიე, ტოტები დაიმტვრიე და დაბრუნდი... ახლა ლიმონისფერ მიკროდოზებით შენივ სხეულში ახალ სიცოცხლეებს რომ კლავ ყოველდღე და თავადაც რომ მათთან ერთად კვდები... იმ ორიოდ ყლორტს მაინც გაუფრთხილდი, შე დღეჩასაქრობო, რომ ამოგყრია ტანზე,- სულ რომ არ დამთავრდე... შენი თვალები დაიწვა, შენი ხილვები, ქალო, რომ აგრიეს დღესა და ღამის, ცხადსა და სიზმრებს შორის და ახლა, ჰაერის ზოლზე ტორტმანით დგახარ და სიოც კი არ იძვრის, რომ ან იქით წაგიღოს, ან აქეთ... ეგ სიყვარული დაგეწვას, ქალო, შე ალერსგასაშრობო, შე ბედგამწყრალო... შე... შე... ჩაგეწვას და ჩაგინახშირდეს, რომ მერე ამოჩიჩქნო ფრჩხილებით ცოტა, კედლებზე ზამთრის მკვდარი პეპლები ხატო და ტკბილი სული უბერო იმ არსაცოცხლებლებს, ცალი ფრთა რომ ყოველთვის მაინც შავი ექნებათ. ვერ ხვდები?!. ორმა უნდა უბეროს, ქალო, ორმა... წადი, სარკეში ჩაიხედე, შე მზერადამწვარო და დაითვალე, მაინც რომ მხოლოდ ერთი ხარ და ყოველთვის მხოლოდ ერთი რომ იყავ. მერე გადი და ეგ თითები წვიმას შეუშვირე, იქნებ დაგიამოს, მოგიშუშოს იქნებ, მერე რა რომ შენი წვიმა არასოდეს მოდის... მეტად ნუღარ გაიშიშვლებ სულს, განა არ იცი, რომ ცხოვრება მრგვალია და სითბოს მაინც სიცივე შეცვლის... ადექ, ისევ სიჩუმე ჩაიცვი, ისევ დუმილი წაიკარ შუბლზე და სადილს შეუდექ- ნედლი ღამეების მტვრევას უძირო ქვაბში, სანამ ქარი დაბერავდეს და წაგიღებდეს, სანამ შენი გული სულ დამწვარა, ქალო...
დაიწვა შენი ქალობა, ქალო, შენი გაჩენა დაიწვა...
jaden
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
34. ია, მაპატიე! ხო იცი რო უტვინო ვარ :( ჟადენმაც მაპატიოს რა :( სულ ასეთი დაუდევრობა მახასიათებს - შუაში კიარადა დასაწისშივე გავწყვიტე კითხვა. უბრალოდ ვერ მივხვდი რას ვკითხულობდი და... არადა, ეს ხომ ადრე თვითონ წამიკითხე :)))) მახსოვს მაშინ ძალიან მომეწონა. ძალიან მომეწონა ეს ლექსიც და თარგმანიც:) ორივე კარგები ხართ. მართლა :) მადლობა რომ ხართ :))))) ია, მაპატიე! ხო იცი რო უტვინო ვარ :( ჟადენმაც მაპატიოს რა :( სულ ასეთი დაუდევრობა მახასიათებს - შუაში კიარადა დასაწისშივე გავწყვიტე კითხვა. უბრალოდ ვერ მივხვდი რას ვკითხულობდი და... არადა, ეს ხომ ადრე თვითონ წამიკითხე :)))) მახსოვს მაშინ ძალიან მომეწონა. ძალიან მომეწონა ეს ლექსიც და თარგმანიც:) ორივე კარგები ხართ. მართლა :) მადლობა რომ ხართ :)))))
33. ემოცია მოაქვს,ეგაა რომ წყევლას გავს... თარგმანში +7 ემოცია მოაქვს,ეგაა რომ წყევლას გავს... თარგმანში +7
32. ეს ჟადენი ვინაა ტო, ჯადოს ახსნა იცის? მეთქი ეხა შელოცვას ვკითხულობთქო:D პრასტი, თარგმანს ვეღარ წავიკითხავ :D ბოჟე ბოი:( ეს ჟადენი ვინაა ტო, ჯადოს ახსნა იცის? მეთქი ეხა შელოცვას ვკითხულობთქო:D პრასტი, თარგმანს ვეღარ წავიკითხავ :D ბოჟე ბოი:(
31. ეს როგორ გამომრჩენია... :) მომეწონა... :-* 5555 ეს როგორ გამომრჩენია... :) მომეწონა... :-* 5555
30. რუსული ჩემი უპირველესი ენაა, და ასე თუ ისე ვიცნობ რუსულენოვან ლიტერარურას:)...ვიტყვი იმას რომ ლექსიც და თარგმანიც ძალიან მომწონს* რუსული ჩემი უპირველესი ენაა, და ასე თუ ისე ვიცნობ რუსულენოვან ლიტერარურას:)...ვიტყვი იმას რომ ლექსიც და თარგმანიც ძალიან მომწონს*
29. რამდენადაც მესმის რუსული ენა, თარგმანი კარგია! 55555-ები მთარგმნელის რთულსა და შრომატევად ღვაწლს! რამდენადაც მესმის რუსული ენა, თარგმანი კარგია! 55555-ები მთარგმნელის რთულსა და შრომატევად ღვაწლს!
28. ra kargad shesrulebuli targmania!
ia-ia yochag!:-* ra kargad shesrulebuli targmania!
ia-ia yochag!:-*
27. amden wyevlakrulvas chemi nervebi ver uzlebs batono:D amden wyevlakrulvas chemi nervebi ver uzlebs batono:D
26. +2 ძალიან მომეწონა ია, არაჩვეულებრივია +2 ძალიან მომეწონა ია, არაჩვეულებრივია
25. ეს მე ვნახე ადრე, ერთი რამ ვერ მივხვდი... ცხოვრება მრგვალიაო. იქნებ მბრუნავი ან ცვალებადი სჯობდა. სხვაფრივ ემოციური და მშვენიერია ,მაგრამ ცოტა უხეში და მტკივნეული, როგორც უბრალო გლეხური ჭეშმარიტება.... ეს მე ვნახე ადრე, ერთი რამ ვერ მივხვდი... ცხოვრება მრგვალიაო. იქნებ მბრუნავი ან ცვალებადი სჯობდა. სხვაფრივ ემოციური და მშვენიერია ,მაგრამ ცოტა უხეში და მტკივნეული, როგორც უბრალო გლეხური ჭეშმარიტება....
24. ლეწსი არ მომწონს, თუმცა როგორც თარგმანი კარგი შესრულებულია, ია-იას შრომაში +5 ლეწსი არ მომწონს, თუმცა როგორც თარგმანი კარგი შესრულებულია, ია-იას შრომაში +5
23. მიყვარს აქ :-* მიყვარს აქ :-*
22. საოცრად ადეკვატური თარგმანია! ყოჩაღ! საოცრად ადეკვატური თარგმანია! ყოჩაღ!
21. რამხელა შრომა გაგიწევია, ია-ია, ყოჩაღ, ძალიან კარგია. რამხელა შრომა გაგიწევია, ია-ია, ყოჩაღ, ძალიან კარგია.
20. აუჰ, რა კარგად აგიჟღერებია რუსულადაც ეს საოცრად ჟღერადი ლექსი...... აუჰ, რა კარგად აგიჟღერებია რუსულადაც ეს საოცრად ჟღერადი ლექსი......
19. =555555555555555555 =555555555555555555
18. სუფთა კახურია! :) ესე იგი ძალიან კარგია ორიგინალიც და თარგმანიც! :) ვოოტ ტაკ! სუფთა კახურია! :) ესე იგი ძალიან კარგია ორიგინალიც და თარგმანიც! :) ვოოტ ტაკ!
17. Не поняла?! Вдвоём надо дуть, женщина, Вдвоём... Уйди, В зеркало взгляни, чтоб взор твой сгорел и сосчтиай, Всё ж ты одна и Всегда была ты одной.
ახლა ვიგრძენი,რასაც ჩემგან ნათარგმნი ავტორები გრძნობდნენ... :) სასიამოვნო გაოცება... სიხარული... და სურვილი,ჩაგეხუტო და გითხრა - მომწონს ძალიან და უყვარხარ ვარსკვლავთგოგონას ასეთი მზექალი.... :-*
პ.ს. ჟადენი ცალკეა მოსაკლავი ამის დაწერისთვის და ია ცალკე, - მისი თარგმნისთვის!
თამარ ბუკია. 2010-07-26 20:27:22
თამარ,რა საყვარელი ხართ,ნეტა იცოდეთ :-* Не поняла?! Вдвоём надо дуть, женщина, Вдвоём... Уйди, В зеркало взгляни, чтоб взор твой сгорел и сосчтиай, Всё ж ты одна и Всегда была ты одной.
ახლა ვიგრძენი,რასაც ჩემგან ნათარგმნი ავტორები გრძნობდნენ... :) სასიამოვნო გაოცება... სიხარული... და სურვილი,ჩაგეხუტო და გითხრა - მომწონს ძალიან და უყვარხარ ვარსკვლავთგოგონას ასეთი მზექალი.... :-*
პ.ს. ჟადენი ცალკეა მოსაკლავი ამის დაწერისთვის და ია ცალკე, - მისი თარგმნისთვის!
თამარ ბუკია. 2010-07-26 20:27:22
თამარ,რა საყვარელი ხართ,ნეტა იცოდეთ :-*
16. მომეწონა თარგმანი. ორიგინალის ემოცია ზუსტადაა შენარჩუნებული. 555555 მომეწონა თარგმანი. ორიგინალის ემოცია ზუსტადაა შენარჩუნებული. 555555
15. ემოციური მუხტიც მოიტანე, ია-ია, და ქართული სულიც დაამატე. მომწონს. ემოციური მუხტიც მოიტანე, ია-ია, და ქართული სულიც დაამატე. მომწონს.
14. მშვენიერი თარგმანი - კარგი შესრულებით, ემოციური მუხტის ზუსტი შენარჩუნებით! (დღეს აქ, საიტზე - თარგმანის დღეა) მშვენიერი თარგმანი - კარგი შესრულებით, ემოციური მუხტის ზუსტი შენარჩუნებით! (დღეს აქ, საიტზე - თარგმანის დღეა)
13. ჩემი საყვარელილექსი გითარგმნია...ია-ია...ყოჩაღ!!! 555555 ჩემი საყვარელილექსი გითარგმნია...ია-ია...ყოჩაღ!!! 555555
12. 555555555555555555555555555555555 მოხიბლუუუუუულ :) 555555555555555555555555555555555 მოხიბლუუუუუულ :)
11. ვაახ, ჯერ ქართულად რომ დადო ჟადენმა ეს "ავტოწყევლა", იმაზე გადავირიე! და ახლა კიდევ რუსულად ჩამოწყევლეს, უნისონში!
თარგმანი - ძალიან კარგია, მაგრამ... წყევლა - ბუმერანგივითაა, ხალხო, არც სხვისი წყევლა შეიძლება და არც საკუთარი თავისა! ჟადენი ცალკეა მოსაკლავი ამის დაწერისთვის და ია ცალკე, - მისი თარგმნისთვის! :))))
მაგრამ... ნათარგმნი რომ კარგადაა, ხომ ვერც ამას გავექცევით? მოკლედ თარგმნაში - 5...
ვაახ, ჯერ ქართულად რომ დადო ჟადენმა ეს "ავტოწყევლა", იმაზე გადავირიე! და ახლა კიდევ რუსულად ჩამოწყევლეს, უნისონში!
თარგმანი - ძალიან კარგია, მაგრამ... წყევლა - ბუმერანგივითაა, ხალხო, არც სხვისი წყევლა შეიძლება და არც საკუთარი თავისა! ჟადენი ცალკეა მოსაკლავი ამის დაწერისთვის და ია ცალკე, - მისი თარგმნისთვის! :))))
მაგრამ... ნათარგმნი რომ კარგადაა, ხომ ვერც ამას გავექცევით? მოკლედ თარგმნაში - 5...
10. მე სამწუხაროდ რუსულად ნათარგმნს ვერ გავიგებ
აი ორიგინალი კი მართლაც კარგია :) მე სამწუხაროდ რუსულად ნათარგმნს ვერ გავიგებ
აი ორიგინალი კი მართლაც კარგია :)
9. უკვე მეორედ შემოვედი აქ და მესამედაც შემოვალ და მეოთხედაც და კიდევ უფრო ბევრჯერ...მომწონს, ძალიან მომწონს ორიგინალიც და თარგმანიც...ბრავოოოო!!!!!!!!!!!! უკვე მეორედ შემოვედი აქ და მესამედაც შემოვალ და მეოთხედაც და კიდევ უფრო ბევრჯერ...მომწონს, ძალიან მომწონს ორიგინალიც და თარგმანიც...ბრავოოოო!!!!!!!!!!!!
8. ძალიან ლამაზად და სათუთად გაქვს ნათარგმნი, მომენატრე ძალიან ,,, ძალიან!!! ძალიან ლამაზად და სათუთად გაქვს ნათარგმნი, მომენატრე ძალიან ,,, ძალიან!!!
7. სიტყვა-სიტყვით გაქვს ნათარგმნი ია როგორც მე ვნახე, ურითმო ლექსია და რითმის გულისთვის არ მოგიწევდა რამის შეცვლა რა თქმა უნდა. კარგია მოკლედ... სიტყვა-სიტყვით გაქვს ნათარგმნი ია როგორც მე ვნახე, ურითმო ლექსია და რითმის გულისთვის არ მოგიწევდა რამის შეცვლა რა თქმა უნდა. კარგია მოკლედ...
6. მე რამდენად გამომივიდა თარგმანი არ ვიცი , მაგრამ jaden-ის ორიგინალი უძლიერესია!!! :)
მე რამდენად გამომივიდა თარგმანი არ ვიცი , მაგრამ jaden-ის ორიგინალი უძლიერესია!!! :)
4. +5 მოგიკითხეთ, დიდი ხანია აღარ შემოვსულვარ და ძალიან მომენატრეთ :) +5 მოგიკითხეთ, დიდი ხანია აღარ შემოვსულვარ და ძალიან მომენატრეთ :)
3. ვახ, სერიოზული ნამუშევარია ია... ძალიან მომეწონა. ცოტა ჩამოწყევლას გავს მარა მაინც კაია ;) ვახ, სერიოზული ნამუშევარია ია... ძალიან მომეწონა. ცოტა ჩამოწყევლას გავს მარა მაინც კაია ;)
2. ეს jaden-ის ლექსია, რომელიც უკვე რამოდენიმე დღეა მოსვენებას არ მაძლევს... შევდივარ ვკითხულობ... კიდევ ვკითხულობ... jaden-ის პოეზია სულიერად იმდენად მეახლობლება, რომ მისი თარგმანი ვცადე... ყველაზე მეტად სწორედ მისი შეფასება მაინტერესებს :)
ეს jaden-ის ლექსია, რომელიც უკვე რამოდენიმე დღეა მოსვენებას არ მაძლევს... შევდივარ ვკითხულობ... კიდევ ვკითხულობ... jaden-ის პოეზია სულიერად იმდენად მეახლობლება, რომ მისი თარგმანი ვცადე... ყველაზე მეტად სწორედ მისი შეფასება მაინტერესებს :)
1. ცუდია, ენა არ ვიცი. +5 რაც გავარჩიე იმას :) ცუდია, ენა არ ვიცი. +5 რაც გავარჩიე იმას :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|