ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
28 ივლისი, 2010


  ჩამოტვირთვა

ტალღების მიღმა

ზღვა არასდროს მინახავს.

თუმცა ვიცი,დაახლოებით როგორია..
რამოდენიმეჯერ მითხარი-შენ გგავსო.

ხან მშვიდია და ხანაც ღელავს..

    არ მინახავს იგი და არც შენთვის შემომიხედავს თვალებში ისე,რომ წაგეღო მასთან მზერით ჩემი ხასიათი და ჩაგეღვარა მასში მზის ჰორიზონტამდე გაწელილ ზოლად...ან პირიქით,ჩემთვის მოგეტანა მისი სისველე ხელის გულებით და მერე თვალებში ჩამდგომოდა..
  ის  ღრუბელი ავირჩიე მასთან დასაკავშირებლად,საიდანაც თანაბრად მოდის წვიმად ემოციები ,იღვრება ჩვენში და გვავსებს...

  ვგრძნობ,რომ  მშვიდია ახლა ..

ღამეა.

ღამე...

  მუხლებამდე ხარ შესული ზღვაში.
  შორს, სიბნელეში უყურებ რაღაცას დაჟინებით,
  ირეკლები მთვარის შუქზე წყალში...

  აღელდება ზღვა...

  მერე ტალღები მალევე გამორიყავს ნაპირზე უამრავ სარკოფაგს,გარედან ნაწვალებს და გაცრეცილს,მათში კი ხელუხლებელ ფანტაზიებში საგულდაგულოდ გახვეული ,სულისგან განცდილი ყველა რეფლექსი იდება,ეიფორიის ნელსაცხებლებით გაჟღენთილი ,ყოველგვარი მდიდრული ნივთების გარეშე..
      მათ სათითაოდ დახსნი...
მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ნაგროვებ მარტოობას დაურღვევ  წამში და ...


ზღვა შენ გადმოგაბარებს მათ...

  მიიღებ ?(!)



    მერე ნიჟარები ეძებე ნაპირზე,გააკეთე მათგან ყველაზე უბრალო სამკაულები და ჩააწყვე სარკოფაგებში,მატერიალური სიმდიდრის ნაცვლად,რომელიც არასდროს მიკარებია მათ...
          კიდევ დიდხანს  გაძლებენ „მუმიები“ ასე .


  სხეულს ვერსად იპოვი.
  ის დიდი ხანია,რაც მიწას მივაბარე.
  შეიკედლა, ჩემ გარდაცვალებამდე...

უნდა მიმეჩვია მისთვის...

ახლა აღარ რჩება მიწიდან მიწამდე მანძილი..

ყოველი დღე გარდაცვალებაა უკვე და ნელ–ნელა ვემსგავსები ნაჭრისგან შეკერილ თოჯინას,ქინძისთავებით ნაწვალებს.

მატერიალური ხრწნადობით ვიხრწნები მეც..

ზღვისგან მობარებულს კი კარგად გაუფრთხილდი,(განახლდებიან შენს ხელში) როცა ცას ღრუბელი აღარ შერჩება,ტალღები გთხოვენ ,უკან დაგვიბრუნეო.


არ გაატანო.

ხელახლა რომ არ გამოირიყონ ნაპირზე სხვისთვის..

                                                    26.07.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები