ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: სბდვალი
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2010


გამომეღვიძა...


ახლიდან დავწერ მოცარტის ნოტებს,
ახლიდან შევქმნი ვეფხისტყაოსანს,
თავიდან დავცლი იმ ღვინის ბოთლებს,
მონდომებებს ხომ ბოლო არ უჩანს.

ახლიდან ვხატავ დავინჩის პორტრეტს,
და ახალს შევქმნი მე ილიადას,
ორი მხარე აქვს, ამბობენ მონეტს,
მე მესამეზე განვაგრძობ თამაშს.

გალაკტიონის ვაჭენებ ლურჯას,
გურამიშვილის დამყვება მუზა,
ჩემი ფიქრები არ გაიტრუნა,
ვერ შემაჩერებს ვერც ერთი ღუზა.

მე მონატრებას ვაქცევ სიგიჟედ,
მერე სიგიჟეს მოვუღებ ბოლოს,
თქვენ ძველებურად ისევ იგიჟეთ,
მსხვერპლად გავიღებ ჩემივე დონორს.

გალაკტიონის ფანჯრიდან ვხტები,
ილიას ტყვიას მივუშვერ გულ-მკერდს,
მზის სხივით უკვე ვეღარ გავთბები,
ვეღარ შევხედავ ფიროსმანის ხედს.

მე ლეონიძის ნატვრის ხეს დავრგავ,
აკაკის ჩონგურს გავუბავ სიმებს,
მერე ავიტან ცხრა ლახვრის დარტყმას,
დავამსხვერვ წამში ოცნების მინებს.

ვაჟას არწივსაც მოვურჩენ ტკივილს,
და ამირანსაც ავხსნი ბორკილებს,
თინათინისას დავხატავ ღიმილს,
ახლიდან ვკერავ აწყვეტილ ღილებს.

შენ მეკითხები, მოხდება როდის?
როდის მოვუღებ ბოლოს ამ ლოდინს?
როდის მოვასწრებ მე ამდენ რამეს,
ან როდის ვაქცევ დილად ბნელ ღამეს?


          აუუუ... როგორი ტკბილად მეძინა,
          და მაგ კითხვებით გამომეღვიძა... 



საბა დვალი 24.04 2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები