ლონდონი.ნისლი. ვერ იტანს ღრუბლებს. ოციოდე წუთის წინ ჩავიდა იქ და უკვე უზომოდ მოენატრა საქართველოს ზეცა. გვერდზე მარინა ჰყავს, საყვარელი ცოლი. მაღალი, ხმელი, ცისფერთვალება. მისი გულისთვის ყველაფრისთვის მზადაა, მზადაა შეეგუოს ლონდონის მოღუშულ ცასაც. ბიძას მიაკითხავს, მუშაობას დაიწყებს. იმდენს იშოვის, რომ შეძლოს არჩინოს საყვარელი ცოლი. შემდეგ, რა თქმა უნდა, დაუბრუნდება საქართველოს, ურომლისოდაც ვერ გაძლებს. მათ ახალგაზრდა ოჯახს წელში გამაგრება სწირდება, შემდეგ, ყველაფერი თავის რიტმში ჩადგება... ერთი წელიც არ გასულა, რაც ლონდონში არიან. ვერ შეეგუა ლონდონის ცას, ნიადაგ ღრუბლიანს. იშვიათად რომ მზე გამოანათებს უხარია. თუმცა მცირე ხნით, მაგრამ მაინც გრძნობს სიახლოვეს სამშობლოსთან. მაინც ვერაფრით ეგუება ამ ყოველივეს, ერთ წელსაც კიდევ თუ გაძლებს, ისიც მარინას ხატრით. მარინას არ სურს დაბრუნება, თავს მშვენივრად გრძნობს. მეგობრებიც შეიძინა, მათთან ერთად დასეირნობს წვიმიან ქუჩებში, ერთობა კიდეც, თავს იწონებს. თავად კი დაიღალა, დაღალა სამსახურმაამინდმა, ლონდონის ცამ. თითქოს სუნთქვაც უჭირს, ჰაერი მოენატრა სამშობლოსი. ...ახლა აქ არის, საქართველოში. მაინც ვერ სუნთქავს ლაღად. ნისლს ხედავს აქაც, მაგრამ არა, ეს ნისლი ახლა მის თვალებშია. ჩაკეტილია თავის ოთახში განმარტოებით და უკვე მერამდენედ კითხულობს წერილს, უფრო სწორად, წერილის თარგმანს. თვით წერილიდან მხოლოდ რამდენიმე სიტყვა გაიგო, მაგრამ მთავარის გაგება შეძლო.\\'\\'AMIGO\\'\\'_ ეს სიტყვა იყო მისი სიხარული ლონდონის ციხის საკანში ჯდომისას, ამ სიტყვამ იგი სიცოცხლიოსკენ შემოაბრუნა. პირველად ცოცხალ-მკვდარს ჩაესმა, ყოფისგან დაცინულს, განადგურებულს. ვერაფერს მიხვდა, ვერ გაეგო სად იყო, ან იქ საიდან მოხვდა. შემდეგ ყველაფერი აღიდგინა. სასამართლოს დარბაზიც გაახსენდა, საყვარელი ცოლიც მოწმის სკამზე. განაჩენის გამოცხადებისას დარბაძში იჯდა მარინა ჟღალთმიანი ინგლისელის გვერდზე. ადრეც ენახა ეს კაცი, მარინას ახალი მეგობრის საქმროდ გაიცნო. ნუთუ ყველაფერი ტყუილი იყო, ვეღარაფერს გრძნობდა, ტკივილის გარდა, გულში. მაინც გაახილა თვალი, ბიძამისის მზერას შეეფეთა. გაკვირვებული და გაბრაზებული, შეჭმუხნული წარბებიდან გამოსცქეროდა მოხუცი. დინჯი და თან შერცხვენილი იყო მისი მზერა, \\'\\'თაღლითი\\'\\' ძმისწულის საქციელით შერცხვენილი. ახლა შინ იჯდა და უკვე მერამდენედ კითხულობდა წერილს ნისლიანი თვალებით. \\'\\'AMIGO\\'\\'_ ეს სიტყვა უცვლელად იკითხებოდა. თარჯიმანს სთხოვა, ნუ შეეხებითო. თვითონ რამდენჯერმე გააგზავნა წერილი ლონდონის ციხეში, მაგრამ უშედეგოდ. პასუხი მხოლოდ ამ დილით მიიღო და უკვე მერამდენედ კითხულობდა : \\'\\'AMIGO\\'\\' როგორ არის შენი გული, ხომ არ დარდობს ? შენი წერილები წავიკითხე, მადლობელი ვარ. თუმცა ვერ გხედავ, მაგრამ მჯერა ფეხზე დადექი. სევდა არ უნდა მოგერიოს, ხომ გესმის ჩემი ?! სიმხნევე გმართებს. შემაგვიანდა წერილების წაკითხვა. საავადმყოფოში გადამიყვანეს, შეუძლოდ ვიყავი...უკეთ ხარო და დამაბრუნეს. ისევ იქ ვარ, სადაც ერთმანეთი გავიცანით, სადაც ველოდით ერთად თავისუფლებას.ისევ იქ ვარ და ძველებურად გავყურებ ლონდონის ცას ვიწრო სარკმლიდან. უკეთ ხარო...მე კი ზოგჯერ ვგრძნობ, რომ დიდხანს ვეღარ ათრევს დატყვევებულლი სული ჩემს დამძიმებულ სხეულს. მაგრამ, მანამდე, სამშობლოში უნდა დავბრუნდე. თუნდაც ერთხელ ვიხილო ბასკეთის ზეცა. ბევრს არ გავაგრძელებ, მე დავბრუნდები ესპანეთში და ჩვენ ერთი ზეცის ქვეშ ვიცხოვრებთ. გახსოვდეს, ჩვენს მეგობრობას წლები წინ ვერ აღუდგება. ჩვენ ხომ საერთო ჰაერით ვსუნთქავთ. და კიდევ, თვალები მედგრად გაუსწორე ცხოვრებას და გადალახე დაბრკოლებები, იმედი დაგეხმარება. მშვიდობით, არა, ნახვამდის AMIGO! იმ დრომდე, სანამ ღმერთი კვლავ ინებებს ჩვენს შეხვედრას.\\'\\' ღვარივით წასკდა თვალებს დიდი ხნის ნაგუბარი ცრემლი და ნისლი გაფანტა. წამით წარსულმა გაიელვა თვალწინ. გაახსენდა ლონდონის ცა, ოდესღაც საყვარელი ცოლი, ჟღალი ინგლისელი, ბიძის მზერა, უდანაშაულო სასჯელის ოთხი წელი... ერთგული მეგობრის ტკბილი ''AMIGO!'' სდიოდა ცრემლები, ცრემლებით მადლობდა უფალს , ამ დიადი მეგობრობის ღირსი რომ გახადა. გარეთ კი ზეცა იყო ღრუბლიანი. წვიმას აპირებდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. არადა კარგი იქნებოდა მიუბრუნდე და უფრო ფართოდ გაშალო. საინტერესო იქნებოდა ;) არადა კარგი იქნებოდა მიუბრუნდე და უფრო ფართოდ გაშალო. საინტერესო იქნებოდა ;)
19. დღიურის ჩანაწერი ნამდვილად არაა,უბრალოდ, ემოციური შთაბეჭდილებაა, რომელიც წერილის წაკითხვამ დამიტოვა. ...შევხვდებით, თუკი ღმერთი ინებებს, და მეგობრობა დაღლილ ფრთებს გაშლის, და შუ ამქვეყნად ვერ გაგვიგებენ, ზეცად ვიპოვით კურნებას მაშინ... ესეც იგიგე თემაზე დაწერილი ლექსიდანაა ნაწყვეტი. დაახლოებით 17 წლის ვიყავი, ესენი რომ დავწერე და არც არანაირი პრეტენზია მაქვს. გმადლობთ ყველას:) დღიურის ჩანაწერი ნამდვილად არაა,უბრალოდ, ემოციური შთაბეჭდილებაა, რომელიც წერილის წაკითხვამ დამიტოვა. ...შევხვდებით, თუკი ღმერთი ინებებს, და მეგობრობა დაღლილ ფრთებს გაშლის, და შუ ამქვეყნად ვერ გაგვიგებენ, ზეცად ვიპოვით კურნებას მაშინ... ესეც იგიგე თემაზე დაწერილი ლექსიდანაა ნაწყვეტი. დაახლოებით 17 წლის ვიყავი, ესენი რომ დავწერე და არც არანაირი პრეტენზია მაქვს. გმადლობთ ყველას:)
16. მახსოვს :) 4 მეგობარო :) მახსოვს :) 4 მეგობარო :)
15. 5 თე , მაგრამ ლექსები მინდა :( :-* 5 თე , მაგრამ ლექსები მინდა :( :-*
14. ლექსები... უფრო ;;)
თეა, მაგრად მომენატრე :-*
დაკარგულო :) ლექსები... უფრო ;;)
თეა, მაგრად მომენატრე :-*
დაკარგულო :)
13. თეას დამსახურებული5 თეას დამსახურებული5
12. ამას ხვალ წავიკითხავ,დიდი არაა,დიდებს ვერ ვკითხულობ.
თეავ,მშვენიერი ლექსებიდან პროზაზეც გადახვედი?
მაგარო.
გაკოცე ნეკათითზე. ამას ხვალ წავიკითხავ,დიდი არაა,დიდებს ვერ ვკითხულობ.
თეავ,მშვენიერი ლექსებიდან პროზაზეც გადახვედი?
მაგარო.
გაკოცე ნეკათითზე.
11. ლონდონში სულ წვიმა აპირებს.. თე.. მე ლექსში უფრო მომწონხარ..' უფრო შილიფი ხარ და ჩემი.. :) ლონდონში სულ წვიმა აპირებს.. თე.. მე ლექსში უფრო მომწონხარ..` უფრო შილიფი ხარ და ჩემი.. :)
10. ბევრად ძლიერი ლექსები მახსოვს აქ შენი
სუსტია ვერ ვიტყვი
მაგრამ მოყოლილი ლესების შარმი აქაც იგრძნობა
ამოჭრილი კდრივით დამაკლდა რაღაც
ალბათ ემოცია მძაფრი
ხუთი
ბევრად ძლიერი ლექსები მახსოვს აქ შენი
სუსტია ვერ ვიტყვი
მაგრამ მოყოლილი ლესების შარმი აქაც იგრძნობა
ამოჭრილი კდრივით დამაკლდა რაღაც
ალბათ ემოცია მძაფრი
ხუთი
8. პოეტი ხარ, ჰო :) პოეტი ხარ, ჰო :)
7. ამიგაც ლექსებით მახსოვს:D
კარგი ხარ ..გაკოცე
5 ამიგაც ლექსებით მახსოვს:D
კარგი ხარ ..გაკოცე
5
6. პირველად წავიკითხე თეა! კარგია პროზაშიც რომ შეგიძლია, მაგრამ შენ მაინც პოეტი ხარ!>:D< :*ვერ მოგატყუებ :) პირველად წავიკითხე თეა! კარგია პროზაშიც რომ შეგიძლია, მაგრამ შენ მაინც პოეტი ხარ!>:D< :*ვერ მოგატყუებ :)
5. ჩემი გოგო პროზაში პირველად წავიკითხე:) ჩემი გოგო პროზაში პირველად წავიკითხე:)
4. პოეზია შეცვალე პროზით ( ვგულისხმობ ზევით, სათაურთან) ისე კარგია, ქალურია და სევდიანი. 5 პოეზია შეცვალე პროზით ( ვგულისხმობ ზევით, სათაურთან) ისე კარგია, ქალურია და სევდიანი. 5
3. კარგია,მაგრამ ლექსები უფრო მომწონს შენი. კარგია,მაგრამ ლექსები უფრო მომწონს შენი.
2. ხო, ძველია... დიდი ხანია, რაც მომწონს! ხო, ძველია... დიდი ხანია, რაც მომწონს!
1. ძველი კია, მაგრამ:) ძველი კია, მაგრამ:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|