ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაისი
ჟანრი: პოეზია
28 ივლისი, 2010


გამოგრჩა ...

ქუჩაში მარტოდ წრიალის შიშმა სახლში დაგტოვა,
დაღამებამდე ოთახ-ოთახ დაბორიალდი.
ზეცის ტირილი ვერ გაიგე, წვიმა გამოგრჩა...
ჩაგძინებია, საწოლიდან გადმომივარდი.
ესეც გამოგრჩა...
თოვლი ცვიოდა. ფრთხილი ნაბიჯის კვალიც გამოგრჩა,
ლოცვის თქმა გწადდა...(გულის სიღრმიდან ამოგივარდი!)
დაღამებამდე ჩვილს უტირია, ესეც გამოგრჩა.
მეზობელი ვარ , ხმაურის გამო ამოგივარდი!
ესეც გამოგრჩა!..
ფიქრობ განკითხვას, მაგრამ ღმერთის გესმის გალობა!
ლოცვის თქმას ფიქრობ, დაიბენი, დაბორიალდი.
ღვთის სიყვარული ვერ გაგიგია-თითქოს გამოგრჩა,
(რადგან ოდესღაც შენს გულის ახლოს გადმოგიბარგდი!..)
ესეც გამოგრჩა?
მიგატოვებენ ამაღამ- ფიქრობ. დილით გამოხვალ
უძილო თვალებით! სიგარეტით დაიბოლები!
ამ მიტოვების შიშმა ისევ სახლში დაგტოვა...
დამინახავ და... თითქოს ახლიდან დაიბადები...
ეს არ გამოგრჩა!
გულმავიწყი ხარ, საყვარელი, ჭკუამ დაგტოვა!
ამ უჭკუობით საწოლიდან გადმომივარდი...
ზეცის ტირილი  თუ ვერ გაიგე, მერე რა მოხდა?
მე ხომ შენს გულთან ძალიან ახლოს გადმოგიბარგდი!
არც ეს გამოგვრჩა!

2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები