ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2010


ბედმა დამცინა

ბედმა დამცინა, დამატეხა ქარტეხილები,
ჯოჯოხეთზეა უარესი ჩემთვის ეს აწმყო,
პოეტები ვართ ქვეყანაზე მთლად შეშლილები,
ჩვენი გრძნობების პირამიდებს თანდათან ვაწყობთ.

ბედმა დამცინა, გადააკრა სიმართლეს ფარდა,
აქ სიბოროტე არევია ხალხს სიკეთეში!
ყველაფერს შევხვდი ქვეყანაზე სიმართლის გარდა,
აღარ ეძებენ ნამუსის ქუდს საკუთარ მეში!

ნეტავ სად გაქრა, სად დავკარგე ჩემი ოცნება?
რატომ ჩამქრალა ჩემ თვალებში ძველი ხალისი?
ზღვარს მივადექი, ჩემი თავი არ მემონება,
სხვას რა მოვთხოვო? მე მრცხვენია ჩემი თავისი.

ვხედავ სიყვითლე ეპარება ალვის ხის ფოთლებს,
აქ ძმაკაცობა დაემსგავსა ნასახლარ სოფელს...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები