ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
31 ივლისი, 2010


არაფერი ისეთი....

არაფერი ისეთი...  აგვისტოში არ ვიქნები...კარგად მეყოლეთო....
არაფერი ისეთი... ზაფხულია, სიცხეა  და ხვატი  სუნთქვას კრავს.....
არაფერი ისეთი.... თურმე ცეცხლმა რუსეთი სულ გადაბუგაო....
არაფერი ისეთი.... რაც ოდესმე არ ყოფილა ჩვენს ჭირნაჩვევ თავს.....
არაფერი ისეთი.... ყველაფერი უსასრულოდ ძნელია და... რატომ?...
არაფერი ისეთი....  უფრო სწორად,  ადვილია საოცრად და.... რა?...
არაფერი ისეთი....  სულ მთავარზე ყველა დუმს  და ყველა სხვაზე  ყბედობს...
არაფერი ისეთი....  სხვანაირი ყველა მაინც ყველა ყველას ჰგავს.....
                                                                                                                    2010წელი, 31 ივლისი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები