რა უნდა გითხრა, დაიაურო?! - ქვაზე უფრო მძიმეა ცრემლი და ნატყვიარი ნიამორის ფერი აქვს არღუნს. დიაც ყოფილა, - მოისინჯა ამდენი კაბა, ვიწრო და თალხი, ღრიალებს ახლა და მაღალ მთებს ცვრიან შუბლს ახლის. დამუნჯდა მუცო... რა უნდა გითხრა, დაიაურო?! - ისედაც იცი, ფხად მადგას ლექსი გამშრალ ყელთან... (გზა მოჰყვა სიცილს, ქუჩი გიხმობს, ბულბული გალობს...) რა გითხრა, ძმაო, მთები დგანან, დგანან და დუმან, და ქვაზე უფრო მძიმეა ცრემლი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|