ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2010


ოცდასამი

რა იყო და რა იქნება, ანდა როგორ?
დაგროვილა ეს ფიქრები გროვასავით,
რამდენ რამეს დაიტევდა ალბათ კიდევ,
ასე უცებ შეწყვეტილი ოცდასამი -

წელიწადი, ზოგისთვის რომ ცხოვრებაა,
რაღა დარჩა ბედისწერას მოსატანი?
გადაითვლის ერთხელ წარსულს მერე უკან
და მორჩება, გათავდება ოცდასამით...

რა იყო და ალბათ ბევრი, ასე მცირე
დროში მაგრამ, მაინც რაც კი მოასწარი,
რაღას იზამ, ბედისწერის მონა ხარ და
ხან ასია, ხანაც - მხოლოდ ოცდასამი...

დამთავრდება ტკივილიც და სიხარულიც,
დასასრულის ერთხელ მოვა როცა წამი,
მერე ალბათ ატირდება მთის ნისლებში
ჩარჩენილი წელიწადი ოცდასამი...

ლიკა ოხანაშვილი
01.08.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს