ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
3 აგვისტო, 2010


ანა ახმატოვა # # # (საღამოს ფართო და ყვითელი სინათლე...)

# # #
Широк и желт вечерний свет,
Нежна апрельская прохлада.
Ты опоздал на много лет,
Но все-таки тебе я рада.

Сюда ко мне поближе сядь,
Гляди веселыми глазами:
Вот эта синяя тетрадь -
С моими детскими стихами.

Прости, что я жила скорбя
И солнцу радовалась мало.
Прости, прости, что за тебя
Я слишком многих принимала.



# # #

I ვარიანტი

საღამოს ფართო და ყვითელი სინათლე...
ნაზია აპრილის სიგრილეც...
მრავალი წელია, შენ დაიგვიანე, 
მაგრამ მიხარია, გიხილე...

მოდი და კვლავ ახლოს დამიჯექ, ძვირფასო,
თვალებში სიხარულს ვხედავდე:
ეს ლურჯი რვეული, ჩემთვის რომ ძვირს ფასობს, –
ბავშვური ლექსებით....  ვბედავ და

გიჩვენებ! შემინდე, ვგლოვობდი, ვდარდობდი,
მზეს ვერ შევხაროდი ღიმილით
ძვირფასო, შენად რომ სხვა ბევრი აღვიქვი,
შემინდე ეს სულის ტკივილი...

01. 08. 10

II ვარიანტი

საღამოს ყვითელი  შუქი...
ნაზია აპრილის სიგრილეც...
მრავალი წელია გიცდი, 
მაგრამ მიხარია, გიხილე...

მოდი, კვლავ ახლოს დამიჯექ,
თვალებში სიხარულს ვხედავდე:
აი, ეს ლურჯი რვეული,
ბავშვური ლექსებით....  ვბედავ და

გიჩვენებ! ვგლოვობდი, ვდარდობდი,
მზეს ვერ შევხაროდი ღიმილით
შენად რომ სხვა ბევრი აღვიქვი,
შემინდე ეს სულის ტკივილი...


02.08.10

პ.ს. დიდი მადლობა ია-იას, რომ დამეხმარა ბოლო სტროფის სრულყოფაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები