ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: სბდვალი
ჟანრი: პოეზია
2 აგვისტო, 2010


შენი მეორე შენ

ნახე? მოიხარა სევდა ტირიფივით,
ნახე? ემოციებს ააფარეს ფარადა,
ყველა სიმარტოვე მივატოვე, ხო და,
ახლა შენთან ერთად გადავლახავ საზღვარს...

ნახე? შეუცვლიათ სიყვარული ეჭვით,
ნახე? მონატრება გადუსანსლავს ზრახვებს,
ახლა ახლებური ნოსტალგია მტანჯავს,
ახლა თავბრუს შენი მზერა მახვევს...

მე დღეს საძირკველი ავაშენე ტრფობის,
და დღეს მასში ჩემი გული ფეთქავს,
იცი? სიმარტოვეს გადავკიდებ გარეთ,
იცი? ეგ თვალები ძველებურად მხედნავს...

რომანტიკოსია ჩვენი მონატრება,
მას დღეს რომანტიკით გაუმიჯნავს ვნება,
გარდასახულია ლელო სიყვარულში,
გარდაუვალია სიყვარულის ცნება...

ნახე? მაგ თვალებში მიჯნურობა კრთება,
ნახე?  გულის ფეთქვა დაუთვლიათ აზრებს,
დღემდე ეგ სიშორე ეფარება ფარდებს,
დღემდე უშენობას ვუწესებდი საზღვრებს...

ახლა, როგორც ადრე მონატრება მცვითავს,
მზად ვარ ხვალაც ასე გაცვდეს მოლოდინი,
მე კი შენს სურათებს ავაფარებ დარდებს,
მე მაგ სურათებით ავიკაზმე მძივიც...

ასე, მძვინვარებით წამოსულა თოვლი,
შენთვის მე მოვთოვლე თვით ლექსების რითმა,
თოვლი არ გამშარალა ზაფხულის მწველ მზეზე,
ჩემი მოთოვლილით დაგისველდა დღეს თმაც...

შენ კი მოიშორე სისველე მაგ თმიდან,
და ვერც კი მიგრძენი თუ როგორ მოგშორდი,
არც კი გაგახსენდა, რომ მოვედი წვიმად,
არც კი გაგახსენდა რომ მოვედი სველი...

ახლა ისევ ძველი სიჩუმე ხმაურობს,
ახლა ისევ მიყვარს “შენი მეორე შენ”,
ვიცი მომავალში, კვლავ მოგვენატრება,
და კვლავ შეხამდება “ჩვენი მეორე ჩვენ”...

საბა დვალი  02.08.2008 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები